არსებობს ისეთი ტექნოლოგია, რომლის მეშვეობითაც, თუ სახელმწიფო მოინდომებს, ადამიანებისთვის ნებისმიერი იდეის მისაღებად ქცევაა შესაძლებელი.
ჯოზეფ ოვერტონმა (1960-2003) აღწერა ტექნოლოგია, თუ როგორ შეიძლება ნებისმიერი იდეის ლეგალიზაცია, მისი თქმით, ყოველ მათგანს საზოგადოებაში თავისი შესაძლებლობების ფანჯარა აქვს. არსებობს ნებისმიერი იდეის აბსოლუტურად მიუღებლიდან მოქმედ ნორმაში გადაყვანის 6 ეტაპი: 1) წარმოუდგენელი. 2) რადიკალური. 3) მისაღები. 4) გონივრული. 5) სტანდარტული. 6) მოქმედი ნორმა.
მაგალითისთვის, ავიღოთ კანიბალიზმი – ოვერტონის ფანჯარის მიზანი თავიდან იქნება კანიბალიზმის აბსოლუტურად მიუღებლიდან რადიკალურ პროცესიაში გადაყვანა.
მეცნიერებს შეუძლიათ დაიწყონ კანიბალიზმზე საუბარი, ეგზოტიკური პოლინეზიელი ტომების ცხოვრებაზე თხრობა, იტყვიან რომ კანიბალიზმი იქ გავრცელებული იყო, გამოდის, ისტორიულად შეგვიძლია კანიბალიზმზე ვიმსჯელოთ. ამასთან ერთად, შეიძლება გაჩნდეს კანიბალთა საზოგადოება, რომელიც თავიდან მხოლოდ ვირტუალურ სივრცეში იარსებებს, ხოლო იქ გამოთქმულ აზრებს ყველა ტელემედიაში გააშუქებენ. ოვერტონის პირველმა ფანჯარამ შეასრულა დანიშნულება, ტაბუდადებული თემა ამოძრავდა, გახდა დისკუსიური.
მეორე ფანჯარა უფრო აქტიურად განიხილავს კანიბალიზმს, ,,მეცნიერები” საუბარს აგრძელებენ, ვინც უარს იტყვის თემის გავრცობაზე, თუნდაც მეცნიერული თვალსაზრისით, გავხადოთ დასაცინი და ვაღიაროთ ,,ჩამორჩენილად”.
ამასთან, აუცილებელია კანიბალიზმს შეეცვალოს სახელი და დაერქვას სხვა უფრო ელეგანტური სახელი, რომ ვინმე ,,ფაშისტებმა” იარლიყის მიკვრა ვერ შეძლონ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია! კანიბალიზმი აღარ არსებობს და მას ჰქვია მაგალითად ანთროპოფაგია. ახალი სახელის მოგონება აუცილებელია რომ საზოგადოება მზერა სხვაგან მივმართოთ რეალური პრობლემიდან.
სახელის ცვლილებასთან ერთად ისტორიულ, მითოლოგიურ გამართლებას ვპოულობთ ანთროპოგაფიისთვის, მაგალითად, – გახსოვთ, ისტორია მარტოხელა დედაზე, რომელმაც შვილები საკუთარი სისხლით გაზარდა? ასმევდა რომ არ მომკვდარიყვნენ! გმირი დედა!”
,,აი, ბერძნული ღმერთები თავის შვილებს ჭამდნენ!”
მას შემდეგ, რაც ისტორიული ლეგიტიმაცია ,,მოიძებნა”, ოვერტონი მესამე ეტაპზე გადადის, უფრო წინწასული ,,მეცნიერები” გვიმტკიცებენ, რომ ,,ხალხის ჭამა ჩვენს გენეტიკაშია და ეს ნორმალურია!”, ,,ზოგჯერ ადამიანის შეჭმა აუცილებლობითაა განპირობებული”, “არსებობენ ადამიანები, რომლებსაც უნდათ, რომ ისინი შეჭმულნი იყვნენ!”
ამ თამაშში შეიქმნება კასტა, რომელიც რადიკალურად დაუჭერს მხარს ან რადიკალურად შეეწინააღმდეგება კანიბალიზმს, კანიბალიზმი სიძულვილის ენაა უკვე, მას ხომ ანთროპოფაგია ჰქვია! ყველა ვინც კანიბალიზმს ახსენებს, ჩამორჩენილია და ჩაგრავს, დისკრიმინაციაში აგდებს ანთროპოფაგებს, უმცირესობას დაცვა სჭირდება.
ამ ეტაპზე ჟურნალისტები და ,,მეცნიერები” ამტკიცებენ, რომ მთელი ისტორიის მანძილზე ადამიანები ერთმანეთს ჭამდნენ და ეს ნორმალურია.
შემდეგი ეტაპი, ანთროპოფაგიის პოპულარიზაცია. ტელევიზიაში აქტიურად აჩვენებენ და აპიარებენ ამ თემას, წერენ მუსიკას, აჩვენებენ კინოში, ხალხს ეუბნებიან, ანათლებენ, რომ გვერდზე მიმოიხედონ! ,,რა არ იცოდით, რომ ეს უცნობილესი კომპოზიტორი ანთროპოფაგი იყო?” “ის მომღერალი მთელი ცხოვრება ანთროპოფაგი იყო, მას დევნიდნენ! ფსიქიატრიულში დააწვინეს, საწყალი!!! წარმოგიდგენიათ, რამდენი მილიონია ეგრე დაჩაგრული? თავისი განსხვავებულობის გამო შეურაცხადად შერაცხეს და ძალით გარიყეს!
ბოლო ეტაპი ოვერტონის ფანჯრის დგება მაშინ, როდესაც თემა საკმაოდ გაპიარდა, გაპოპულარულდა და ახლა დროა, ის პოლიტიკაში გადავიდეს, იწყება საკანონმდებლო ბაზის მომზადება, იდევნება ყველა, ვინც ანთროპოფაგების წინააღმდეგ გამოთქვამს აზრს, მათ ათავისუფლებენ სამსახურიდან, აჯარიმებენ და ა.შ.
ბოლო ეტაპზე, საზოგადოება უკვე გატეხილია, ის უკვე შეგუებულია დამარცხებას და რაც მთავარია, უკვე არაცნობიერის დონეზე იჯერებს სისტემის მიერ თავს მოხვეულ აზრებს. მიღებულია კანონები, დარღვეულია ნორმალური ადამიანური ყოფა, შემდეგ ეს თემა აუცილებლად მივა სკოლასა და საბავშვო ბაღებში, ესე იგი, შემდეგი თაობა გაიზრდება კიდევ უფრო უშანსოდ, რომ გადაურჩეს ,,ახალ წესრიგს”.
წყარო: FB – იდეა
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”