მათემატიკოსებმა შექმნეს სისტემა, რომელიც ინტერნეტში გამოქვეყნებული ცნობებისა და ღია წვდომაში არსებული სხვა მონაცემების საფუძველზე განხორციელებამდე ერთი კვირით ადრე ტერაქტების მოწყობის სავარაუდო დროისა და ადგილის დადგენა შეუძლია. ამის შესახებ სამეცნიერო ჟურნალი Science Advances-ი წერს.
„ყოველწლიური ტერაქტების შედეგად რამდენიმე ათასი ადამიანი იხოცება. მხოლოდ ღია წვდომაში არსებული მონაცემების გამოყენებით ჩვენ შევქმენით მოდელი, რომელსაც ტერაქტების უმეტესობის წინასწარმეტყველება შეუძლია“, – აცხადებენ მეცნიერები.
ჩჟეცზიანის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა, რომელსაც პროფესორი ანდრე პიტონი ხელმძღვანელობდა, შეისწავლა ძალიან დიდი მოცულობის ინფორმაცია, რომელიც 2003-2016 წლებში სხვადასხვა დაჯგუფების მიერ მოწყობილ ტერაქტებს ეხებოდა. სხვადასხვა ალგორითმის საშუალებით ამ მონაცემების გაანალიზების შედეგად მათემატიკოსებმა სცადეს ეპოვათ ინდიკატორები, რომელთა მიხედვითაც ტერორისტების მომდევნო თავდასხმების ამოცნობა იქნებოდა შესაძლებელი.
კვლევამ აჩვენა, რომ ალგორითმებს ნამდვილად შეუძლიათ მსგავსი პროგნოზების გაკეთება იმ შემთხვევაში, თუ მონაცემები ეხება ადგილმდებარეობას, სადაც ტერაქტები საკმაოდ ხშირად ხდება. ამ შემთხვევაში ალგორითმები ტერაქტამდე დაახლოებით ერთი კვირით ადრე ყოველი მეორე თავდასხმის წინასწარმეტყველებას ახერხებენ.
ბოლო წლების განმავლობაში მსოფლიო მეცნიერები აქტიურად სწავლობდნენ საკითხს, თუ როგორც ვრცელდება ინფორმაცია ინტერნეტის საშუალებით და როგორ შეიძლება ამ მონაცემების გამოყენება ამა თუ იმ ვებგვერდების მომხმარებლების ხასიათისა და ქცევის შესახებ ინფორმაციის მისაღებად.
მაგალითად, ოთხი წლის წინ ამერიკელმა სოციოლოგებმა შექმნეს სისტემა, რომელიც წყვილის Facebook-პოსტების ანალიზის საფუძველზე განქორწინების ალბათობას ადგენს.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”