სამხრეთ ჩინეთში მამაკაცს ყურში ობობა აღმოაჩნდა, რომელიც თავსა და ყურში ქსელებს აბამდა.
ექიმი, რომელსაც მამაკაცმა ყურის აუტანელი ქავილის სიმპტომით მიმართა, იხსენებს, რომ თავდაპირველად უჩვეულო ვერაფერი შენიშნა. ყურის ენდოსკოპით დათვალიერების შემდეგ კი აღმოაჩინა, რომ მასში პატარა ობობა იყო. „მწერი მამაკაცის თავსა და ყურის არხში ქსელებს აბამდა,“ განაცხადა ექიმმა.
თავდაპირველად ყელ-ყურ-ცხვირის ექიმებმა ობობის ამოყვანა პინცეტის საშუალებით სცადეს, თუმცა უშედეგოდ. ამის შემდეგ მათ პაციენტს ყურში ფიზიოლოგიური ხსნარი ჩაასხეს, რომელმაც ყურის არხი მოიცვა.
ობობა ყურიდან გამოვიდა, თუმცა მამაკაცს ყურის არხი ისე დაუზიანდა, რომ შესაძლოა, მისი განკურნება ვეღარც კი შეძლონ.
ექიმები პაციენტებს მოუწოდებენ, რომ იმ შემთხევაში, თუკი ყურში, ან თვალში მწერი შეუფრინდებათ და დისკომფორტს იგრძნობენ, დროულად მიმართონ ექიმს.