“შანელი” კოლექციაში ცხოველების ტყავს და ბეწვეულს აღარ გამოიყენებს.
ინფორმაციას CNN ავრცელებს.
ამ ნაბიჯით, მოდის სახლს ცხოველთა უფლებებადამცველების მხარდაჭერა სურს.
შეგახსენებთ, რომ ანალოგიური გადაწყვეტილება, გასულ წელს, Gucci-მ მიიღო.
2016 წელს, Giorgio Armani-მ განაცხადა, რომ გარემოსა და ცხოველთა სამყაროს დაცვის მიზნით, მისი ბრენდები ბეწვეულს აღარ გამოიყენებდნენ.
ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღეს ბრენდებმა: Vivienne Westwood, Calvin Klein და Ralph Lauren.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”
გაზიარება: