არქეოლოგებმა შავ ზღვაში შეჯახების შედეგად ჩაძირული უძველესი გემი აღმოაჩინეს. მეცნიერები აცხადებენ, რომ 2,000 მეტრ სიღრმეზე ნაპოვნი გემი აქამდე აღმოჩენილ ჩაძირულ გემთაგან უძველესია.
უცნაური ამ აღმოჩენაში ისაა, რომ დაახლოებით 2 400 წლის მომხდარი შეჯახების შედეგად ჩაძირული გემი ფაქტობრივად დაუზიანებელია. ფოტოზე ჩანს მეზღვაურების ნიჩბები და გემზე მყოფი ეკიპაჟის მიერ ნაჭამი თევზის ძვლებიც კი. არქეოლოგები ვარაუდობენ, რომ დაახლოებით 23 მეტრი სიგრძის გემი ბერძენ ვაჭრებს ეკუთვნოდათ. გემის ასაკის დადგენა მისი პატარა ნაჭრის საშუალებით მოხერხდა, რომელიც შავი ზღვიდან დისტანციურად მართვადი რობოტის საშუალებით განახორციელეს.
მკვლევარები გემის ამ ფორმით შემონახვის ორ სავარაუდო მიზეზს ასახელებენ, პირველი: გემი ანოქსიურ (უჟანგბადო)წყლებში მდებარეობს და მეორე : ის იმდენად ღრმადაა წყალში, რომ დაცულის მყვინთავებისა და ჰისტიოციტებისგან.
მეცნიერთა გუნდი აცხადებს, რომ საჭირო თანხების მოძიებისთანავე გემის შინაარსს შეისწავლიან და მასზე აღმოჩენილი ნივთებით ზუსტ წარმოშობას დაადგენენ.
აღმოჩენა „შავი ზღვის საზღვაო არქეოლოგიური პროექტის“ ნაწილია, რომლის ფარგლებში გასული სამი წლის განმავლობაში 60-ზე მეტი ჩაძირული გემის იდენტიფიცირება განხორციელდა.
წყარო : www.sciencealert.com
მასალა მომაზადა :თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”