close
საქართველო

შემეცნებით-ეკონომიკური სიახლე თსუ-ში

წელს შემოდგომა თსუ-ში დიდი ეკონომიკური სიახლეებით დაიწყო. ახლა უკვე ივანე ჯავახიშვილისი სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის, იურიდიული ფაკულტეტის, მათემატიკისა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტენს ამ სიახლიით სარგებლობის საშუალება მიეცემათ.
19 სექტემბერს საზეიმო ვითარებაში თსუ-ის მაღლივ კორპუსში Bloomberg  Financial Markets  Lab -ის პრეზენტაცია მოეწყო, რაც Bloomberg-ის მიერ სპეციალურად უმაღლესი სასწავლებლისათვის შექმნილი დამხმარე სასწავლო პროგრამაა, სახელწოდებით Bloomberg Education.
პროექტის ფარგლებში უნივერსიტეტის სივრცეში შეიქმნა ე.წ „დილინგ რუმი“, რომელიც დაფუძნებულია 12 ტერმინალის ბაზაზე და სტუდენტებს და ამ პროგრამით მოსარგებლეებს საშუალებას აძლევს , აწარმოონ საბირჟო ოპერაციები.
ეს სასწავლო კვლევითი ლაბორატორია, რომელიც საქართველოში და არა მხოლოდ ინოვაციური პროექტია, არა მხოლოდ სტუდენტებს აძლევს წვდომას მონაცემთა ძალიან დიდი ბაზასთან, ასევე ის ეხმარება მუშაობის პროცესში სხვა დაინტერესებულ პირებს, მათ შორის, პროფესრო-მასწავლებლებს.
კვლევითი ლაბორატორიის პრეზენტაციას განათლების მინისტრთან ალექსანდრე ჯეჯელავასთან ერთად ესწრებოდნენ ასევე ქალაქის მერი დავით ნარმანია, პროექტის ინიციატორი და ორგანიზატორი პროფესორი ემზარ ჯგერენაია და ასევე უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი.

ორიოდ სიტყვა თავად Bloomberg-ის შესახებ.

ის უდიდესი საბირჟო და საფინანსო მონაცემების ბაზაა.ა შუქებს საფონდო ბაზრის ყველა მნიშვნელოვან ასპექტს. მისი პროდუქტია- Bloomberg Terminal Proffesional, რომლის მეშვეობითაც ხელმისაწვდომობა არსებობს ყველა ბაზასთან, ასევე ყველა სახის ფასთან, იქნება ეს ისტორიული, თუ მიმდინარე.
თავად ამ უმსხვილესი კომპანიის ისტორია მეოცე საუკუნის 80-იანი წლებიდან იწყება, როდესაც რიგითმა ეკონომისტმა თავისი 10 მილიონიანი კაპიტალით საინტერესო საქმე წამოიწყო და ახალი კომპანია innovative market systems-ი შექმნა. მაიკლ ბლუუმბერგისთვის სამსახურიდან დათხოვნა და კარიერული წარუმატებლობა ახალი საქმის წამოწყების ბიძგად და პირად მოტივაციად იქცა, რამაც მას საშუალება მისცა მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანი გამხდარიყო. ის Forbse-ის მონაცემების ყველაზე მდიდარ ამერიკელთა ათეულში მედგრად იკავებს მერვე პოზიციას.
მალე გაფართოვდა ბლულბერგის კომპანია, მასთან თანამშრომლობა მსხვილმა ბანკებმა და ორგანიზაციებმა დაიწყეს, საბოლოოდ კი 1986 წელს ის გახდა Bloomberg, ანუ ბრენდი , რომელიც დღემდე არ კარგავს სანდოობას და არც ფინანსურ შემოსავლებს.
დღეს ამ კომპანიის თანამშრომელთა რაოდენობა 15 000 -ზე მეტია და მას უკვე 72 ქვეყანაში 192 ოფისი აქვს.
Bloomberg დაახლოებით 22, 5 მილიარდ დოლარადაა შეფასებული.
იგი არა მხოლოდ უდიდეს საბირჟო და საბანკო მონაცემებს ფლობს, მას ასევე აქვს საკუთარი მაუწყებლობა და ეს მას მომხმარებელთან კომუნიკაციაში ეხმარება.
სწორედ Bloomberg L.P- სა და თსუ-ს შორის დადებული თანამშრომლობის შედეგად აღმოსავლეთ ევროპაში უკვე მეორედ ( კაუნასის უნივერსიტეტის შემდეგ )  გაიხსნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო კვლევითი ლაბორატორია.
ლაბორატორიის მთავარი სპეციალისტის, მაკა ღანიაშვილის თქმით, სტუდემტების მხრიდან ამ სიახლით დაინტერესება საკმაოდ დიდია. უკვე შექმნილია რამდენიემ ჯგუფი, რომლებიც მხოლოდ ეკონომისტებისგან არაა დაინტერესებული. მათ ცნობილი ტრენერები , ეკონომისტები და ასევე თავად Bloomberg-ის წარმომადგენლები ჩაუტარებენ ლექციებს და ასწავლიან ამ პროგრამით სარგებლობას.
სხვა დაინტერესებული პირებისათვუს, რომლებიც არ ირიცხებიან უმაღლეს სასწავლებლებში, იქმნება ასევე ცალკე ჯგუფები , თუმცა მათვის ლაბორატორიით სარგებლობა ფასიანია.
მაკა მოხარულია, რომ პროექტი ინოვაციურია, ძალიან მნიშვნელოვანი და იმედოვნებს, რომ ეს ინტერესი არ ჩაცხრება და ამ კუთხით კიდევ ბევრი სიახლის განხორციელების საშუალება იარსებებს.
საქართველოს პირველი უნივერსიტეტი ევროპაშიც ერთერთი პირველია და ეკონომიკურ სიახლეებს უკვე სპეციალურად მომზადებული და პროგრამირებული შეხვდება.

მასალა მოამზადა: ანა ურუშაძემ.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0