მეცნიერები აცხადებენ, რომ კოსმოსში ბავშვის დაბადება შესაძლებელია.
ექსპერიმენტის ფარგლებში, რომელსაც ესპანელი ემბრიოლოგოსტი მონსერატ ბოადა ხელმძღვანელობდა, მეცნიერებმა მიკროგრავიტაციულ პირობებში ადამიანის სპერმის 10 ნიმუში გაყინეს, რათა ენახათ, მოქმედებდა თუ არა მათ სიცოცხლისუნარიანობაზე კოსმოსის მსგავი გარემო უარყოფითად.
გუნდმა ნიმუშები საჰაერო აკრობატიკის თვითმფრინავზე განათავსა, სადაც მიკროგრავიტაციის სტიმულირება მოკლე იმპლულსების საშუალებით ხორციელდება. ნიმუშებს კოსმოსის მსგავსი პირობების ქვეშ ყოველ ჯერზე 8 წამის განმავლობაში ათავსებდნენ.
კვლევის შედეგები კვირას ავსტრიის დედაქალაქ ვენაში გამართულ ადამიანის რეპროდუქციისა და ებმრიოლოგიის ევროპული საზოგადოების ყოვეწლიურ შეხვედრაზე წარადგინეს. კვლევამ აჩვენა, რომ სტიმულაციურ გარემოში სპერმის კონცენტრაცია, მოძრაობა და დნმ-ის ფაგმენტაცია იგივეა, რაც დედამიწის მსგავსი პირობების ქვეშ.
დოქტორ ბოაბა აცხადებს, რომ საინტერესო იქნება, თუკი
გამეტებისა და ემბრიონების ბანკი დედამიწის გარეთ იქნება განთავსებული და ასევე მნიშვნელოვანი იქნება შემდგომი ცდების კოსმოსურ სადგურზე, ან კოსმოსურ ხომალდზე ჩატარება.