close
განათლებაეს საინტერესოასაქართველო

შესაძლოა, მე–9 კლასიდან გადამსვლელი სავალდებულო გამოცდა დაწესდეს

შესაძლებელია თუ არა მეცხრე კლასის დასრულებისას მოსწავლეებს საშუალო საფეხურზე გადასასვლელად ისეთივე გამოცდების ჩაბარება მოუწიოთ, როგორც სკოლის ატესტატის მისაღებად უწევთ გამოსაშვები გამოცდების ჩაბარება, რა ცვლილებები იგეგმება საშუალო საფეხურზე,- ამ თემაზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური edu.aris.ge-ს კითხვებს პასუხობს.

გიგაურის თქმით, საშუალო საფეხურზე განსახორციელებელ ცვლილებებთან დაკავშირებით სამინისტრო რამდენიმე ტიპის ალტერნატიულ მოდელზე მუშაობს. კონკრეტული სიახლეების შესახებ ინფორმაციას სამინისტრო საზოგადოებას ივლისის ბოლოსთვის მიაწვდის და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად საჯარო განხილვებსაცმოაწყობს.

„ახლა ვამუშავებთ საშუალო საფეხურის დიფერენცირებული განათლების მოდელს. გვაქვს რამდენიმე ალტერნატივა და თითოეული თავის თავში მოიცავს ამ მოდელში შესვლის ალტერნატივასაც და დასრულებისას შეფასების ფორმებს.

იქიდან გამომდინარე, რომელი მოდელი იქნება მომავალში არჩეული, ჩვენ შეგვიძლია გავაჟღეროთ, იქნება თუ არ იქნება საშუალო საფეხურზე შესასვლელი ბარიერი. დღეს ამაზე საუბარი ნაადრევია, რადგან ჩვენ არც საჯარო განხილვებისთვის წარმოგვიდგენია ეს მოდელი.

ამ ეტაპზე, ეს არის სამუშაო ვერსია თითოეული მიმართულებით. როდესაც სამინისტროს შიგნით ექსპერტებთან ერთად შევჯერდებით, შემდგომ გამოვიტანთ საჯარო განხილვისთვის და გვექნება უკვე გადაწყვეტილება, თუ რომელი მიმართულება უნდა ავირჩიოთ.

„ჩვენ დავამუშავეთ ძალიან ბევრი ეროვნული მოდელი. ხაზს  ვუსვამ, რომ ეროვნული მოდელია, რადგან გავითვალისწინეთ ჩვენი ქვეყნის კონტექსტი, საჭიროებები და მზაობა, ასევე მასწავლებელთა კორპუსის მზაობა და რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის განვითარების მიმართულებები იმიტომ, რომ თვითონ პროფილების არჩევაც უნდა იყოს დაკავშირებული ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მიმართულებებთან“, – აცხადებს განათლების მინისტრის მოადგილე.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid