close
კვლევებიმედიცინა

შესაძლოა თუ არა ზიკა ვირუსით ტვინის სიმსივნის დამარცხება?

ბრიტანელი მეცნიერები ცდილობენ, რომ ვირუსი ზიკა ტვინის სიმსივნური უჯრედების მოასაკლავად გამოიყენონ.

კვლევაში აქცენტი  გლიობლასტომაზე იქნება გაკეთებული. ეს არის თავის ტვინის კიბოს ყველაზე გავრცელებული ფორმა, რომელიც მაღალი ლეტალობით ხასიათდება.

ვირუსი ზიკა უარყოფით გავლენას ახდენს თავის ტვინის ღეროვანი უჯრედების განვითარებაზე და ჩვილებში მძიმე უუნარობას იწვევს – თუმცა ზრდასრულებში, რომელთა ტვინებიც უკვე ჩამოყალიბებულია, ზომიერ გრიპის მსგავს სიმპტომებს.

გლიობლასტომის დროს კიბოს უჯრედები განვითარებადი ტვინის მსგავსია, ამიტომ ვირუსის, შესაძლოა მათზე ზემოქმედებისთვის იქნეს გამოყენებული.

კემბრიჯის უნივერსიტეტის მეცნიერები სიმსივნურ უჯრედებს ლაბორატორიაში თაგვებზე გამოცდიან იმისთვის, რომ ზიკას პოტენციალი დაადგინონ.

ზიკა ვირუსის გავრცელება ხორცილდება კოღოს ნაკბენით. ყველაზე გავრცელებულ სიმპტომებად ითვლება ცხელება, გამონაყარი, ტკივილი სახსრებში და კონიუნქტივიტი. დაავადებას ხშირ შემთხვევაში მსუბუქი მიმდინარეობა ახასიათებს და გრძელდება რამდენიმე დღიდან ერთ კვირამდე. ზიკა ვირუსი მძიმე კლინიკური სიმპტომატიკით დაავადების მიმდინარეობა და შესაბამისად ჰოსპიტალიზაციაც იშვიათია.

2015 წლის მაისში, ამერიკის ჯანმრთელობის ორგანიზაციამ (Pan American Health Organization (PAHO)) გამოაცხადა განგაში, ზიკას ვირუსით გამოწვეულ დადასტურებულ პირველ შემთხვევასთან დაკავშირებით ბრაზილიაში. ეპიდაფეთქება ბრაზილიაში ხასიათდებოდა გიენ-ბარეს სინდრომის, ახალშობილთა თანდაყოლილი დეფექტებისა და ორსულობის არასასურველი გამოსავლის შემთხვევათა მატებით. მშობიარობის წინ ინფიცირებულ დედას, შეუძლია გადასცეს ვირუსი ახალშობილს მშობიარობისას, თუმცა ეს ძალზედ იშვიათი მოვლენაა.

ზიკა ვირუსის ეპიდაფეთქებები 2015 წლამდე ვლინდებოდა აფრიკაში, სამხრეთ აზიასა და წყნარი ოკეანის კუნძულებზე.

ზიკა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა არ არსებობს. ინფიცირების პრევენცია შესაძლებელია კოღოების კბენისგან თავდაცვით.

 

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

 

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : sld