შოტლანდიაში სენტ ენდრიუს უნივერსიტეტის ლაბორატორიაში დალაგებისას ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემის ბეჭდური ეგზემპლარი იპოვეს, რომელიც მსოფლიოში უძველესად მიიჩნევა. ამის შესახებ BBC წერს.
მენდელეევის ცხრილი, რომელიც გერმანულ ენაზეა შედგენილი, სამეცნიერო ტიპოგრაფიითაა დაბეჭდილი, რომელიც ვენაში 1875-დან 1888 წლამდე მუშაობდა.
იმ დროისთვის ყველა ქიმიური ელემენტი აღმოჩენილი არ იყო, ამიტომაც ცხრილში ბევრი ადგილია გამოტოვებული.
თავად რუსმა ქიმიკოსმა დიმიტრი მენდელეევმა თავისი ცხრილი პირველად 1869 წელს წარადგინა.
გაზიარება: