close
მედიცინა

სისხლის ახალი ტესტი, რომლითაც სეფსისის დადგენა 1000-ჯერ უფრო ეფექტურადაა შესაძლებელი

Sepsis, bacteria in blood. 3D illustration showing rod-shaped bacteria in blood with red blood cells and leukocytes

ამერიკაში ყოველწლიურად ბაქტერიული ინფექციიისგან გამოწვეული სეფსისი 1,5 მილიონი შემთხვევა ფიქსირდება, რომლისგანაც დაახლოებით 250,000 ფატალურია.

მეცნიერები ამტკიცებენ, რომ დიაგნოსტიკის ახალი სისტემის საშუალებით ამ სტატისტიკის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებაა შესაძლებელი. კოლუმბიის უნივერსიტეტის მკვლევარებმა ახალი პლატფორმა BacCapSeq-ი შექმნეს, რომელიც ადამიანის ყველა ცნობილი პათოგენური ბაქტერიის ერთდროული სკრინინგისს და ანტიბიოტიკების მიმართ  რეზისტენტობis გამომწვევი გენების იდენტიფიცირების შესაძლებლობასა იძლევა.

მეცნიერები აცხადებენ, რომ ლეტალური ბაქტერიული ინფექციების სწრაფი დიაგნოზირება ყოველწლიურად ათასობით სიცოცხლეს გადაარჩენს.

„BacCapSeq იქნება საუკეთესო საშუალება მედიკოსებისთვის, მაოხდინონ ყველა ცნობილი პათოგენური ბაქტერიის, მათ შორის სეფსისის გამომწვევი ბაქტერიების, სწრაფი და სარწმუნო სკრინინგი. ეს პლატფორმა ტრადიციულ ტესტზე 1000-ჯერ სენსიტიურია, რომელიც ყოველ ჯერზე მხოლოდ ერთი ბაქტერიის სკრინინგს ახდენს,“ აცხადებს კოლუმბიის უნივერსიტეტის ინფექციისა და იმუნიტეტის ცენტრის გენეტიკოსი ორქიდ ოლიქოქი. გარდა ამისა,  BacCapSeq-ის საშუალებით შედეგების მიღება 70 საათშია შესაძლებელი, განსხვავებით ტრადიციული ტესტისა, რომელსაც შედეგის დასადგენად ორიდან რამდენიმე დღე ჭირდება.

BacCapSeq-ი 4,2 მილიონ მეტზე მოლეკულის – ოლიგონიუკლეოტიდების საშუალებით მუშაობს. ისინი სისხლის ნიმუშებში ჩამალული ბაქტერიის დნმ-ის თანამიმდევრობებთან დაკავშირების გზით გენეტიკური მკვლევარების როლს ასრულებენ. ამ გზით არა მხოლოდ ბაქტერიის აღმოჩენა ხდება, არამედ ასევენებისმიერი  ანტიმიკრობული გენის მარკერის.

თუმცა, მკვლევარები აღიარებენ, რომ BacCapSeq-თან დაკავშირებით გარკვეული შეზღუდვები არსებობს. მაგალითად, იმის გამო, რომ ტესტი ბაქტერიების იდენტიფიცირების თვალსაზრისით კვალიტეტურია და არა კვანტიტეტური, მას იმ ნაწილში, სადაც მნიშვნელოვანი ბაქტერიების რაოდენობის ცოდნაა, PCR ტესტის ჩანაცვლება არ შეუძლია.

გარდა ამისა, BacCapSeq-ს უცნობი პათოგენების აღმოჩენა არ შეუძლია, ვინაიდან მათი კოდური თანამინდევრობის 40 პროცენტი ცნობილი პათოგენებისგან განსხვავდება.

ასე რომ, მეცნიერებს ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო აქვთ დიაგნოსტიკის ამ ახალი სისტემის დასახვეწად.

 

წყარო : www.dailymail.co.uk

მასალა მომაზადა : თამარ დევდარიანმა

გაზიარება:
fb-share-icon0