close
მედიცინა

სისხლის ანალიზი მოზარდებში დეპრესიას ავლენს

ამერიკელმა მეცნიერებმა პირველებმა შეიმუშავეს მეთოდიკა,  რომელიც სისხლის ანალიზის მეშვეობით ადგენს თუ რა იწვევს დეპრესიას მოზრდილებში. იგი გამოყოფს და ადგენს  სხვადასხვა ნივთიერებებს, რომლების დაავადების დროს შეინიშნებიან.   ამგვარად, ექიმებს  მიეცათ  საშუალება  დასვან დიაგნოზი, რომელიც ეფუძნება პირველ ობიექტურ  მეთოდს.
ანალიზი საშუალებას იძლევა  დავადგინოთ არა მარტო დიაგნოზი, არამედ აგრეთვე განვსაზღვროთ პიროვნება მაღალი რისკის დარღვევებით. ასევე მეთოდი  საშუალებას იძლევა  დავინახოთ არის თუ არა ეფექტური კოგნიტურ-ქცევითი ფსიქოთერაპია კონკრეტულ შემთვევაში.
ანალიზის მეშვეობით ფასდება 9 ცალკეული რნმ სისხლში. დღევანდელ დღეს დიაგნოზის დასასმელად გამოიყენება მხოლოდ სუბიექტური მონაცემები, რომელსაც თავად პაციენტი  აცნობებს ექიმს, ხოლო ექიმი თავად ხსნის ყველაფერს.  მეთოდიკის ერთ-ერთი ავტორის, პროფესორი დევიდ მორის სიტყვებით, ფსიქიკური დარღვევის დიაგნოზი ჩამორჩება სხვა  დაავადების დიაგნოსტიკებს 100 წლით.
ექსპერიმენტის მსვლელობისას მკვლევარებმა  გამოიყენეს 32 ადამიანის სისხლის ანალიზი, რომლებსაც ადრე ჰქონდათდიაგნოსტირებული  დეპრესია.  გარდა ამისა, მუშაობდნენ საკონტროლო ჯგუფთან,  რომელიც შედგებოდა 32 ჯანმრთელი ადამიანისგან.  აღმოჩნდა, რომ ამ ჯგუფის წარმომადგენლების ცხრა რნმ შემადგენლობა სისხლში განსხვავდებოდა.
შემდეგ პაციენტებმა გაიარეს 18 კვირიანი თერაპიული კურსი, ხოლო მათი მდგომარეობა შეფასდა  გასაუბრების საფუძველზე. აგრეთვე აღებულ იქნა ახალი სისხლის ანალიზი.  აღმოჩნდა, რომ იმ პაციენტების ანალიზის მაჩვენებელი შეიცვალა, რომლებსაც აშკარა გაუმჯობესება ეტყობოდათ. ამგვარად, მეცნიერებმა არა მარტო შეიმუშავეს ობიექტური მეთოდი დეპრესიის დიაგნოზისთვის, ასევე დაამტკიცეს კოგნიტურ-ქცევითი თერაპიის ეფექტურობა.
გარდა ამისა, 9-დან 3 პაციენტი განსხვავდებოდა საკონტროლო ჯგუფის მონაცემებისგან და იგრძნობოდა გაუმჯობესება.

 წყარო: iscience

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

 

გაზიარება:
fb-share-icon0