close
ანალიტიკაასტრონომია - კოსმოსიეს საინტერესოაკვლევებიტექნოლოგიები

,,მარს როვერის“ სითბური ფარი გამოცდისას დაიმსხვრა – შეიცვლება თუ არა წითელი პლანეტის მისიის თარიღი?

იმ კოსმოსური ხომალდის თერმული ფარი, რომლის გაგზავნას ,,ნასა” 2020 წელს მარსზე აპირებს, გამოცდისას ,,მოულოდნელად” დაიმსხვრა.

მიუხედავად ამ მარცხისა, აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული საგენტო აცხადებს, რომ ,,სიტუაცია არ იმოქმედებს მისიის თარიღზე, რომელიც 2020 წლის 17 ივლისითაა განსაზღვრული.”  სააგენტო ახალი ფარის აგებას უახლოეს მომავალში გეგმავს.

მისია, რომლის ღირებულება 2 მილიარდი აშშ დოლარია, ,,ნასას” ,,მარს როვერის“  წითელ პლანეტაზე გაგზავნას ითვალისწინებს. მისი მიზანი პლანეტის ქანებისა და ნიადაგის სინჯების აღება და წარსულის მიკრობული ცხოვრების ნიშნების აღმოჩენაა. სააგენტო აცხადებს, რომ მისიამ უნდა მოამზადოს საფუძველი მარსზე ადამიანის გასაგზავნადაც.

მნიშვნელოვანია მისიის განხორციელების თარიღი. ცნობილია, რომ 2020 წლის ივლისსა და აგვისტოში დედამიწისა და მარსის მოსალოდნელი მდებარეობა წითელ პლანეტამდე მიღწევას მნიშვნელოვნად გააიოლებს.

,,ნასას“ თერმულმა ფარმა, რომელიც თერმული სისტემის ნაწილია და რომელმაც დაახლოებით 2,100°C ტემპერატურას უნდა გაუძლოს, ,,მარს როვერი“ პლანეტის ატმოსფეროში წარმოქმნილი ინტენსიური სითბოსგან უნდა დაიცვას.

 

წყარო:  Reuters ; https://www.nasa.gov

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid