ქვეყნის განვითარების უმნიშვნელოვანესი საკითხებია სივრცითი მოწყობა, ქალაქთმშენებლობა, მშენებლობა და მათ განხორციელებასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობების მოწესრიგება.
სივრცითი მოწყობა, ქალაქთმშენებლობა და მშენებლობის საქმიანობის ძირითადი პრიორიტეტებია: დასახლებათა მოწესრიგებული განვითარება; დასახლებათა და დაუსახლებელი ტერიტორიების გაწონასწორებული სტრუქტურის, კერძოდ, ქვეყნის თანაბარი ეკონომიკური, ინფრასტრუქტურული, სოციალური, ეკოლოგიური და კულტურული განვითარების ტერიტორიული წინაპირობების შექმნა; ასევე, სარეკრეაციო ტერიტორიების შენარჩუნება და განვითარება; მშენებლობის მდგრადი და უსაფრთხო წარმოება.
მიმდინარეობს საქართველოს მასშატაბით რეგიონების, ქალაქებისა და სხვა დასახლებათა განვითარების სივრცით-ტერიტორიული მოწყობის დოკუმენტაციის მომზადება.
სამთავრობო კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად, საქართველოს სივრცითი მოწყობის გენერალური სქემის შემუშავებისათვის, უცხოური საკონსულტაციო კომპანიის შერჩევის მიზნით გამოვლინდა 4 კომპანია. განხორციელდა პრედენდენტი კონსორციუმების მოწოდებული წინადადებების საექსპერტო შესწავლა, ანალიზი და შეფასება. მიმდინერეობს სამუშაოები სამთავრობო კომისიის მე-4 სხდომის ჩასატარებლად გამარჯვებული სამუშაო ჯგუფის გამოსავლენად.
დამტკიცდა განკარგულების პროექტები ,,ახმეტის მუნიციპალიტეტისა და თუშეთის განვითარებისათვის ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე“, ,,მესტიის მუნიციპალიტეტისა და მულახის თემის განვითარებისათვის ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე“, “ბახმაროს განვითარებისათვის ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე“. მუნიციპალიტეტები გამოირჩევიან ისტორიულ-გეოგრაფიული მნიშვნელობით, შენარჩუნებული ბუნებრივი ეკოსისტემით, ბუნებრივი და კულტურული ლანდშაფტებით, მატერიალური და არამატერიალური ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობით და დაცული ტერიტორიების სისტემით. იქიდან გამომდინარე, რომ ამ რეგიონებს გააჩნიათ მაღალი რეკრეაციული, საკურორტო და ტურისტული პოტენციალი და საერთაშორისო დონის კომპლექსების შექმნის კარგი წინაპირობები, მნიშვნელოვანია არსებობდეს, სახელმძღვანელო დოკუმენტი, რომლის მიხედვით მოხდება სამომავლოდ ამ ტერიტორიების არა ქაოსური, არამედ გეგმაზომიერი განაშენიანება, რაც კიდევ უფრო გაზრდის მათ საინვესტიციო მიმზიდველობას და მეტ შესაძლებლობას შექმნის მხარეების კულტურულ-ისტორიული ღირებულების შესანარჩუნებლად.
მზადდება საქართველოს მთავრობისათვის წარსადგენად განკარგულების პროექტი ,,ბაკურიანისა და დიდი მიტარბის განვითარებისათვის ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე“.
- სამშენებლო საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით შემუშავდა ”სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის” პროექტი, რომლის მიზანია საქართველოს ტერიტორიაზე სივრცით დაგეგმარებასა და სამშენებლო საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგება ერთიანი პრინციპებისა და ძირითადი დებულებების საფუძველზე. ”კოდექსი” დაარეგულირებს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე სივრცით დაგეგმარებასთან, სამშენებლო საქმიანობასთან და მათ განხორციელებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს. ”კოდექსი”-ს პროექტი უახლოეს მომავალში წარდგენილი იქნება განსახილველად საქართველოს მთავრობაში;
- სამშენებლო საქმიანობის ტექნიკური რეგულირების სრულყოფის მიზნით: სამინისტროსა და USAID-ის EPI-ის პროექტის მიერ ქართულ ენაზე ითარგმნა “საერთაშორისო სამშენებლო კოდი (IBC)” და საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის N41 დადგენილებით დამტკიცდა ტექნიკური რეგლამენტის სახით – ,,შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესები“;
განხორციელდა საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვარის №41 დადგენილებით მიღებული ტექნიკური რეგლამენტის „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ დაინტერესებული მხარეებისათვის წარდგენა/გაცნობა.
ტექნიკური რეგლამენტის – შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესები
- სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტი ახორციელებს “ევროკოდები”-ს (ევროპის სამშენებლო სტანდარტების ერთიანი სისტემა) თარგმნას.
ითარგმნა ევროკოდი ,,კონსტრუქციული დაპროექტების საფუძვლები”, ევროკოდი 1 ,,ზემოქმედებები კონსტრუქციებზე“, ევროკოდი 2 „ბეტონის კონსტრუქციების დაპროექტება“, ევროკოდი 7 ,,გეოტექნიკური დაპროექტება“, ევროკოდი 8 „სეისმომედეგი კონსტრუქციების დაპროექტება“.
მიმდინარეობს ევროკოდი 3 ,,ლითონის კონსტრუქციების დაპროექტება” თარგმნზე მუშაობა.
- სამინისტრო მიზნად ისახავს თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებისა და დანერგვის ხელშეწყობას მშენებლობის უსაფრთხოებისა და ენერგოეფექტურობის მიმართულებით. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დახმარებით ხორციელდება საცხოვრისი სექტორის შეფასება, ენერგო ეფექტურობის გაზრდისა და დანერგვის მიზნით. პროექტი ითვალისწინებს საცხოვრისის პოლიტიკის საკანონმდებლო ბაზის გაუმჯობესებას, პროექტის ზოგადი მიზანია, სამშენებლო სექტორის დეტალური ანალიზი საკანონმდებლო-ინსტიტუციური გარემოს ჩათვლით და იმ ხარვეზებისა და ნაკლოვანებების გამოვლენა, რომლებიც შენობების ენერგო ეფექტურობის შემაფერხებელ ფაქტორებად მოიაზრება. პროექტის ფარგლებში გაანალიზებული იქნა საცხოვრისი სექტორის მდგომარეობა. .პროექტი შედგება 2 ფაზისგან. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) ამჟამად რედაქტირებას უწევს პირველი ფაზით გათვალისწინებულ საცხოვრისი სექტორის ანალიზს, რომელზედაც მუშაობა თითქმის დასრულებულია. შემუშავებულია ეროვნული ენერგოეფექტურობის სამოქმედო გეგმის სამუშაო ვერსია.
წყარო: http://www.economy.ge/
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”