ნორვეგიელმა მწერალმა – კნუტ ჰამსუნმა, 1899 წელს ამიერკავკასიაში იმოგზაურა. ნობელანტი მწერლისა და მისი მეუღლის რუსეთსა და კავკასიაში ვიზიტმა 3 კვირა გასტანა. სწორედ ამ მოგზაურობას მიუძღვნა მან ორი ნაწარმოები – „ზღაპრული ქვეყანა“ და პიესა „დედოფალი თამარი“, რომლებიც 1903 წელს გამოიცა.
გთავაზობთ მონაკვეთს, სადაც იგი ყაზბეგში მიღებულ შთაბეჭდილებებს აღწერს: ,,დათრგუნულები ვსხედვართ ეტლში, ხმა ვერ ამოგვიღია. უცებ, გზის მკვეთრ მოსახვევთან, ხელმარჯვნივ, ხეობა გაიხსნა და თვალწინ აღიმართა ყაზბეგი – თავისი მზეზე მოლაპლაპე მყინვარით. სულ ახლოსაა, ხელის გაწვდენაზე, მშვიდი, უსასრულო, მდუმარე.
უცნაური გრძნობა გვეუფლება: მთა – გოლიათი გამოეყო სხვა მთებს, ახლოს მოვიდა და გვიყურებს – როგორც სხვა სამყაროდან გადმოსული არსება.
ჩამოვხტი ეტლიდან, ხელით ჩავაფრინდი ეტლის კიდეს.”
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”