ბავშვის აღზრდის ცალკეული ასპექტები გაზომვას ნაკლებად ექვემდებარება. მაგრამ მისი სკოლაში სწავლის შედეგების შეფასება სავსებით შესაძლებელია. მშობლების უმეტესობა ეთანხმება იმ აზრს, რომ ბავშვის ფორმირებას საფუძვლად განათლება უდევს. ამიტომ აზრი აქვს კვლევის დაწყებას სასკოლო მონაცემებზე დაყრდნობით.
თითქმის ყველა მშობელი დარწმუნებულია, რომ თავისი შვილის წარმატება ცხოვრებაში სწორად არჩეულ სკოლაზეა დამოკიდებული. სკოლაში უნდა იყოს სწავლების შესაბამისი დონე, ფაკულტეტური კურსების კარგი არჩევანი, კეთილგანწყობილი ატმოსფერო და უსაფრთხოება.
ჩიკაგოში სახელმწიფო სკოლებს შორის არჩევის უფლება დიდი ხანია არსებობს. ეს მაგალითი საინტერესოა არა მარტო მონაცემების სიმრავლით, არამედ იმითაც, რომ თავისი მასშტაბით ჩიკაგოს სასკოლო სისტემა მხოლოდ ნიუ–იორკისა და ლოს–ანჯელესის სკოლების სისტემას ჩამოუვარდება და სხვადასხვა სპეციალობისა და სწავლების მეთოდების ფართო არჩვანის საშუალებებს იძლევა. შესაბამისად, მსურველების რაოდენობა ძალიან დიდია, და უმეტესობა ცდილობს, იმ სკოლაში გადავიდეს, რომელიც სახლთან ახლოსაა. ბუნებრივია, მშობლები ისეთ სკოლას ამოირჩევენ, რომელიც სწავლების მაღალი დონითა და ტესტების კარგი შედეგებით არის ცნობილი. შესაბამისად, ყველა მსურველის დაკმაყოფილება შეუძლებელი ხდება.
სასკოლო განათლება მოზარდისთვის უმნიშვნელოვანესია და მართლაც იმ საფუძველს უყრის მათ განათლებას, რაც მომავალში მათი წარმატების საწინდარი გახდება.
წყარო: Harvard Business Review
მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”