მსოფლიოში ყავახანების ერთ–ერთი ყველაზე წარმატებული და დიდი ბრუნვის მქონე ბრენდი – ,,Starbucks-ი” – საქართველოში, კერძოდ კი – თბილისში შემოდის.
კომპანიის მიერ თბილისით დაინტერესებას თბილისის არქიტექტურის სამსახურში ადასტურებენ და აცხადებენ, რომ განაშენიანების რეგულირების გეგმა კომპანიასთან უკვე შეთანხმებულია. მათი განცხადებით, ,,Starbucks-ს” ქარხნის აშენება კახეთის გზატკეცილზე, ეროვნული ბანკის საკასო ცენტრის უკან არსებულ ტერიტორიაზე აქვს გადაწყვეტილი.
არქიტექტურის სამსახურის თქმით, საპროექტო ღონისძიებები უკვე დაწყებულია და მშენებლობის ნებართვაც მალე გაიცემა.
არსებული ინფორმაციით, ,,Starbucks-ის” პირველი ყავახანა თავისუფლების მოედანზე, მეტროსთან მდებარე ყოფილი უნივერმაღის ტერიტორიაზე მშენებარე ,,გალერეა თბილისში” გაიხსნება. შეგახსენებთ, რომ თავად ,,გალერეა თბილისის” გახსნა სექტემბერშია დაგეგმილი.
მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”