ბრიტანელმა ფიზიკოსმა და ასტროფიზიკოსი – ტივენ ჰოკინგმა ,,The Times-თან” საუბარში მსოფლიო მთავრობის შექმნის იდეა წამოაყენა.
,,ამ ეტაპზე მსოფლიო ბიოლოგიური და ბირთვული ომების საფრთხის ქვეშაა. ჩვენ უნდა ვისწავლოთ ევოლუციური მემკვიდრეობით გადმოსული აგრესიული ინსტინქტის, ლოგიკისა და საღი აზროვნების დახმარებით, კონტროლი”, – აღნიშნა მან.
ბრიტანელი მეცნიერის თქმით, თუკი კაცობრიობას სურს, რომ აგრესია მოსპოს, აუცილებელია ერთიანი მსოფლიო ხელისუფლების შექმნა, მაგრამ, აქვე ამატებს, რომ ამის მოხდენის შემთხვევაში, ვერავინ მოგვცემს გარანტიას, რომ დიქტატურა არ დამყარდება.
სტივენ ჰოკინგი ცნობილია თავისი სკანდალური განცხადებებით, იგი ხშირად საუბრობს მსოფლიოს აღსასრულსა თუ უცხოპლანეტელებზე. უმეტესად კი, იგი დიდი აფეთქების თეორიაზე მუშაობს და იკვლევს შავი ხვრელების შიგნით სივრცისა და დროის მნიშვნელოვან დეფორმაციას.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”
გაზიარება: