close
კატეგორიის გარეშე

სტივენ ჰოკინგის ინვალიდის ეტლი და სადოქტორო ნაშრომი აუქციონზე დაახლოებით 1 მილიონ დოლარად გაიყიდა

FILE PHOTO: Fine-art handler Tom Richardson poses with a motorised wheelchair belonging to British theoretical physicist Stephen Hawking ahead of an auction of items from Hawkings' personal estate at Christie's in London, Britain October 30, 2018. REUTERS/Toby Melville/File Photo

ცნობილი ფიზიკოსის და ასტროფიზიკოსის სტივენ ჰოკინგის ინვალიდის ეტლი და სადოქტორო ნაშრომი „გაფართოებადი სამყაროების თვისებები“ ლონდონში, კრისტის აუქციონზე გაიყიდა.
ეტლი 296,750 ფუნტად (დაახლოებით 400 ათასი დოლარი) ანუ საწყის ფასთან შედარებით დაახლოებით ოცჯერ ძვირად გაიყიდა. რაც შეეხება ფიზიკოსის სადოქტორო ნაშრომს, ის 584,750 ფუნტად, ანუ საწყის ფასთან შედარებით დაახლოებით ოთხჯერ ძვირად შეიძინეს. აუქციონიდან მიღებული თანხა ჰოკინგის სახელობის საქველმოქმედო ფონდში გადაირიცხება.
სტივენ ჰოკინგმა თავისი ცხოვრების დიდი ნაწილი ინვალიდის ეტლში გაატარა. ის 22 წლიდან განუკურნებელი დაავადებით-ამიოტროფული გვერდითი სკლეროზით იყო დაავადებული.
ბრიტანელი ფიზიკოსი და ასტროფიზიკოსი სტივენ ჰოკინგი 2018 წლის 14 მარტს გარდაიცვალა.

წყარო : Reuters

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0