close
ბიზნესი

სწორად დასმული კითხვები

 

        ათი წლის წინ, კვლევის ჩატარებისას, ,,McKinsey–ს”  გუნდმა შეისწავლა ჩიკაგოს უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორის – მიჰაილ ციკსზენტმიჰალის,  ნაშრომი, რომელშიც იგი იკვლევს, თუ როგორ მივიდნენ ნობელის პრემიის ლაურეატები და სხვა შემოქმედი ადამიანები თავიანთ იდეებამდე.

ამ ნაშრომში გამოთქმული მოსაზრების მიხედვით, ყველა ცნობილ მეცნიერსა თუ ხელოვანს პროგრესული იდეები სწორად დასმული კითხვების საფუძველზე უჩნდებოდა. სწორედ ამ აღმოჩენამ უბიძგა მათ გამოეკვლიათ, თუ როგორ მიაღწიეს  ამჟამინდელ მდგომარეობას  უახლესი ისტორიის უწარმატებულესმა კომპანიებმა.

კორპორაციათა ორი კატეგორია შეისწავლეს: პირველი იყო დიდი კომპანიები, რომლებიც შედარებით მცირე დროში იქცნენ თავიანთი ინდუსტრიის სანიმუშო საწარმოებად. მეორე – წვრილი ფირმები, რომლებმაც 6 წელიწადზე ნაკლებ დროში $1 მილიარდზე მეტი თანხის გაყიდვებს მიაღწიეს. ორივე შემთხვევაში, წარმატება განპირობებული იყო ახალი, მოწინავე იდეებით, რომლებმაც თავიდან განსაზღვრეს კომპანიათა პროდუქტები და სერვისები.

 

წყარო: Harward business review

მასალა მოამზადა:ლაშა ჯინჭარაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

 

 

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid