საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო-ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე მედიატექნოლოგიების ლაბორატორია და სტუდენტური ტელევიზია გაიხსნა.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, ლაბორატორიის ფარგლებში სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებს და ყველა დაინტერესებულ პირს სასწავლო პროცესის პრაქტიკული კომპონენტის გაძლიერებასთან ერთად, საშუალება ეძლევათ შექმნან მედიაბაზრისთვის (და არამარტო) დიდი მოთხოვნის მქონე პროდუქტები.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ლაბორატორიაში დამონტაჟებულია მსოფლიო დონის 3დ სტერეოსკოპული აგრეგატი (Rig), რომელიც ინჟინერ-გამომგონებელმა ზაზა ლომიძემ, რუსთაველის ფონდის მირ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში შექმნა.
წყარო: http://mes.gov.ge
მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”