ტაივანის პარლამენტი გახდა პირველი პარლამენტი აზიაში, რომელმაც ერთი და იმავე სქესის პირების ქორწინების ლეგალიზება განახორციელა. საკანონმდებლო ორგანო 3 სხვადასხვა კანონპროექტს თითქმის ორი წლის განმავლობაში განიხილავდა და საბოლოოდ მთავრობის მიერ წარდგენილი კანონპროექტი დაამტკიცა.
პარლამენტის გადაწვეტილებას შენობის გარეთ შეკრებილი ასობით გეი ემოციებით და სიხარულის შეძახილებით შეხვდა.
პარლამენტარებმა აღნიშნული კანონპროექტი 66 ხმით 27-ის წინააღმდეგ დაამტკიცეს. კანონპროექტი ძალაში მას შემდეგ შევა, რაც მას ქვეყნის პრეზიდენტი მას კანონად აქცევს.
განსხვავებით დანარჩენი ორი კანონპროექტისა, რომელშიც მითითებულია „ერთი და იმავე სქესის პირების ოჯახური ურთიერთობები“ და „კავშირები“, პარლამენტის უმრავლესობის მიერ მხარდაჭერილ კანონპროექტში საუბარია „ქორწინებაზე“.
BBC