მედიცინის, ბიზნესისა თუ რობოტიკის შემდეგ, 3D პრინტერის გამოყენება სამშენებლო სექტორშიც ძალიან აქტუალური ხდება. ამის მთავარი მიზეზი, ალბათ, მშენებლობის სიიაფეა. შესაბამისად, სავარაუდოა, რომ ეს პრაქტიკა საკმაოდ მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს დაბალბიუჯეტიანი მშენებლობის, შესაბამისად კი, ფინანსური პრობლემების მქონე ადამიანებისთვისაც კი ხელმისაწვდომი უბნების გაჩენაში. ერთ-ერთი ასეთი უბანი უკვე ჩნდება ტეხასში, კერძოდ, ქალაქ ოსტინში, სადაც 3D პრინტერით სახლებს უსახლკაროებისთვის აშენებენ.
ისინი იყენებენ პრინტერს სახელად Vulcan II, იმისათვის, რომ სახლების საბაზისო სტრუქტურა შექმნან, ადამიანები კი მხოლოდ დამატებით დეტალებს აგვარებენ – ფანჯრების, კარების ჩასმას და ა.შ. სახლის ასაშენებლად პრინტერს 48 საათი სჭირდება. რაც შეეხება ღირებულებას, ასეთი სახლის აშენება 10 000 დოლარი ჯდება.