როდესაც მილიონობით ადამიანი ოლიმპიური თამაშების დაწყებას მოუთმენლად ელოდა, სცენის გარეთ მოხდა ჰაკრების კიბერშეტევა, გახსნის ცერემონიალის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე ვებსაიტმა შეწყვიტა მოქმედება, მომხმარებლებს შეექმნათ პრობლემები ბილეთების ყიდვასთან მიმართებით, ინფორმაციის მიღება გახდა შეუძლებელი, ასევე – უკაბელო ინტერნეტს შეექმნა პრობლემები, რაღაც დროის განმავლობაში იგი უმოქმედო იყო.
როგორც გაირკვა, 12 საათი დასჭირდათ კიბერმცველებს, რათა განეახლებინათ ვებგვერდი და საწყის მდგომარეობაში დაებრუნებინათ. ღონისძიების ორგანიზატორების თქმით, ოლიმპიურ თამაშებზე მსგავსი შეტევები არცთუ ისე იშვიათია და მათთვის ეს გასაკვირი არ ყოფილა. ჯერჯერობით მათთვის უცნობია, თუ ვინ შეიძლება იდგეს კიბერშეტევის უკან.
წყარო: Forbes.com
მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”