ჰავაის კუნძულებზე ტერარიუმში ლოკოკინა ჯორჯი მოკვდა, რომელიც სახეობა Achatinella apexfulva-ს ბოლო წარმომადგენელი იყო. ამის შესახებ გაზეთი New York Times-ი წერს.
მან ტერარიუმში 14 წელი იცხოვრა, რაც მოლუსკების სიცოცხლის ხანგრძლივობის მაჩვენებლით საკმაოდ მაღალია.
ჯორჯი 2000-იანების დასაწყისში დაიბადა და ის ჰავაელმა ბიოლოგებმა იპოვეს და შემდგომ ტერარიუმში შეინახაეს, რათა სახეობა შეენარჩუნებინათ. სიცოცხლის დასაწყისში ჯორჯს დაახლოებით 20 თანატოლი ჰყავდა, თუმცა ჯორჯის გარდა ყველა მოკვდა.
მიუხედავად იმისა, რომ ჯორჯს კაცის სახელი ქონდა, ის, ისევე როგორც ყველა ლოკოკინია, ჰერმაფროდიტი იყო და დამოუკიდებლად შთამომავლობის შექმნა არ შეეძლო.
გაზიარება: