close

თბილისი ინტერნეტმმართველობის რიგით მესამე ფორუმს – IGF 2017 მასპინძლობს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, წელს ფორუმი ევროპის საბჭოს (CoE), ინტერნეტსაზოგადოების (ISOC), მინიჭებული სახელებისა და ნომრების ინტერნეტკორპორაციის (ICANN) და ევროპის რეგიონული ინტერნეტრეგისტრატორის (RIPE NCC), მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო კომპანიების ასოციაციის, ასევე ადგილობრივი ორგანიზაციების მხარდაჭერითა და მონაწილეობით ტარდება.

ფორუმის ძირითადი საკითხებია: საავტორო უფლებები ინტერნეტში, ინტერნეტის ხელმისაწვდომობის საკითხები საქართველოში, პროპაგანდა ინტერნეტში და საქართველო, პერსონალური მონაცემების დაცვა და ა.შ.

საქართველოს ინტერნეტმმართველობის ფორუმი – Georgian Internet Governance Forum (GeoIGF) გაეროს რეკომენდაციის საფუძველზე შექმნილ ინტერნეტმმართველობის საკითხებთან დაკავშირებულ გაერთიანებას წარმოადგენს. ღონისძიების მასპინძელია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის  და ISOC-ის ადგილობრივი წარმომადგენლობა.

ფორუმის ორგანიზატორი მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის,  უჩა სეთურის განცხადებით, ფორუმის ერთ-ერთი მთავარი საკითხი არის ინტერნეტის ხელმისაწვდომობა და სახელმწიფოს გეგმები ამ მიმართულებით.

თბილისში მიმდინარე ინტერნეტმმაერთველობის ფორუმში საერთაშორისო ორგანიზაცია The Internet Society (ISOC)-იც მონაწილეობს. ISOC-არაკომერციული ორგანიზაცია, რომლის ძირითადი ფუნქცია ინტერნეტის განვითარების ხელშეწყობა და მისი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა. სწორედ  ISOC-ის კონტრიბუციით შესაძლებელი თუშეთის ინტერნეტიზაციის პროექტის დასრულება.

ინტერნეტმმართველობის ფორუმის მოსამზადებელ სამუშაოებში ჩართულია  სხვადასხვა ორგანიზაცია, მათ შორის, სამთავრობო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები, მარეგულირებელი ორგანო, კერძო სექტორი და სატელეკომუნიკაციო კომპანიები.

 

 

წყარო: http://www.economy.ge

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid