პროექტის – ,,შენი იდეა ქალაქს” ფარგლებში, ერთ-ერთი მოქალაქე ვარდების მოედზნზე ველოსიპედის ნაცვლად ქვიშის საათის დადგმას ითხოვს:
,,თბილისის, როგორც სიცოცხლის ქალაქის სიმბოლური გამოხატვის მიზნით, კარგი იქნებოდა, დიდი ქვიშის საათი დაგვედგა, ვარდების მოედანზე, რომელსაც ქალაქის მერი გადაატრიალებდა ყოველ ახალ წელს, ზუსტად 12:00-ზე. მომდევნო წლის მიზნებისა და ამოცანების გაჟღერებასთან ერთად. ეს ტრადიციად იქცეოდა. ზოგადად, ეს ხალხის მოტივაციისთვის ძალიან კარგი რამე იქნება, თუ მოვუწოდებთ რომ ყველამ მოიფიქროს მომდევნო წლისთვის რის გაკეთებას აპირებს. თუნდაც მომდევნო წლის ,,სურვილები ჩაიფიქრონ” ახალი წლის დასაწყისში”,- წერს ერთ-ერთი მოქალაქე თბილისის განვითარების იდეებში.
თბილისის მერიის ვებგვერდზე ქალაქის განვითარების შესახებ მოქალაქეთა იდეების მიღება მიმდინარეობს.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”