close
ეს საინტერესოაისტორიატრანსპორტი

თბილისის მეტროს დაარსებისა და განვითარების ისტორია

 1951 წელს საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭომ თბილისში მეტროპოლიტენის მშენებლობის დაწყება გადაწყვიტა, თუმცა, ეს პროცესი დროში გაიწელა და 15 წლის შემდეგ დაგვირგვინდა, ბუნებრივიცაა, მშენებლობა უამრავი დეტალის გათვალისწინებას მოითხოვდა –  პირველ ეტაპზე, 1952 წლის იანვარში, „მეტრომშენის“ სამმართველო ჩამოყალიბდა, ხოლო მომდევნო წელს, პირველი შახტის მშენებლობა და გადასარბენი გვირაბების აგება დაიწყო.

საინტერესოა, რომ 1957 წელს მეტროს მშენებლობა შეჩერდა და გვირაბების მშენებლობა სხვა დანიშნულებით დაიწყეს. 2 წლის შემდეგ კი კვლავ გაგრძელდა შეჩერებული სამუშაოები.

საბოლოოდ, 1966 წლის 11 იანვარს თბილისში მეტრო ამოქმედდა. საგულისხმოა, რომ, მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით, ეს მეოთხე მიწისქვეშა ტრანსპორტი იყო.

თავიდან მხოლოდ 5 მეტროსადგური არსებობდა („დიდუბე“, „ელექტროდეპო“, „ვაგზლის მოედანი“, „მარჯანიშვილი“, „რუსთაველი“). 1979 წელს მეორე ხაზიც გაიხსნა, რომელმაც ,,სადგურის მოედნისა” და საბურთალოს რაიონის დაკავშირება შეძლო.  მომდევნო წლებში კი სხვა მეტროსადგურებიც დაემატა ეტაპობრივად.

ყველაზე ბოლო  2000 წლის აპრილში ,,ვაჟა-ფშაველას” დამატება იყო.

დღეს ვაგონების  საერთო რაოდენობა  186-ს შეადგენს. თავად მატარებლებს კი ორი დეპო ემსახურება, „ელექტროდეპო“ და „გლდანის დეპო“.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : sld