close
საქართველოტურიზმი

თბილისის მეტროში რუკები განთავსდება

თბილისის სატრანსპორტო კომპანიისა და ორგანიზაცია „უბრანული ლაბორატორიის“ ინიციატივით, მეტროს ვაგონებში სამარშრუტო რუკები განთავსდება. 

პროექტის მიზანი, ჩვენი მოქალაქეებისა და ტურისტებისთვის მეტი კომფორტის შეთავაზებაა. აღნიშნული რუკები ორენოვანია და მათზე სამარშრუტო სქემასთან ერთად, დედაქალაქის ღირსშესანიშნაობებიცააა წარმოდგენილი, რაც მგზავრებს საშუალებას მისცემს მარტივად დაგეგმონ მგზავრობა. რუკების შექმნაზე კონკურსი რამდენიმე თვის წინ გამოცხადდა და მასში მონაწილეობა სხვადასხვა ეროვნების დიზაინერებმა მიიღეს. კონკურსი ორ ეტაპად ჩატარდა, ჟიურის წევრებმა კი, მერიასთან და სატრანსპორტო კომპანიასთან შეთანხმებული კრიტერიუმებით, არჩევანი ახალგაზრდა დიზაინერზე, იანა შავგანჩუკზე გააკეთეს, რომლის ნამუშევარიც გამორჩეულია დედაქალაქის ტურისტულად მნიშვნელოვანი ადგილებისა და მეტროს სამარშრუტო სქემის სინთეზით.

მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ, მერაბ მამულაშვილმა აღნიშნა რომ ეს რუკები დაეხმარება არა მარტო უცხოელებს, არამედ საქართველოს ნებისმიერი კუთხიდან  დედაქალაქში ჩამოსულ ადამიანებს და გაუიოლებს მათ ორიენტირებას გადაადგილების პერიოდში.

პროექტის ფინანსური მხარდამჭერია არასამთავრობო ორგანიზაცია „ორბელიანი“ და შვედეთის მთავრობა. რუკების განთავსება კი მეტროს ვაგონებში უახლოეს დღეებში დასრულდება.

 

მასალა მოამზადა: თამარ დევდარიანმა

ახალგაზრდა  ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid