close
კატეგორიის გარეშემედიცინა

თბილისმა ფოტოდერმატოლოგიისა და კანის კიბოს საერთაშორისო ტრანსკავკასიურ კონგრესს უმასპინძლა

თბილისში, სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ „ფოტოდერმატოლოგიისა და კანის კიბოს მეორე საერთაშორისო ტრანსკავკასიური კონგრესი – ITC-2016“ ჩატარდა.

სამ დღიან ღონისძიებაზე ლექტორებად და ტრენერებად მიწვეული იყვნენ დარგის საერთაშორისო ექსპერტები, საუნივერსიტეტო კლინიკების ხელმძღვანელები და პროფესორები საქართველოდან, უკრაინიდან, რუსეთიდან, იტალიიდან, გერმანიიდან, ბელგიიდან, აშშ-დან, ლიტვიდან, ლატვიიდან, სამხრეთ აფრიკიდან და სხვა. მოხსენებებით გამოსვლის საშუალება მიეცათ ახალგაზრდა მეცნიერებსაც, რომელთაგან სამი საუკეთესო დაჯილდოვდა სპეციალური გრანტით.

კონგრესის ფარგლებში ჩატარდა პრაქტიკული კურსები, თემატური სემინარები, პლენარული სხდომები და ცოცხალი დემონსტრაციები.

კონგრესს მხარი დაუჭირეს პრესტიჟულმა საერთაშორისო ოგანიზაციებმა – „დერმატოლოგთა საერთაშორისო საზოგადოებამ“ (ISD), დერმოსკოპიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ (IDS), პანევროპულმა კომპანიამ “ევრომელანომამ”. ამასთან ITC-2016-ს, როგორც წლის მნიშვნელოვან სამეცნიერო ღონისძიებას, მიენიჭა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტი, მან წარმატებით გაიარა როგორც ევროპის პოსტდიპლომური განათლების საბჭოს, ასევე საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს აკრედიტაცია.

„ფოტოდერმატოლოგიისა და კანის კიბოს მეორე საერთაშორისო ტრანსკავკასიური კონგრესი – ITC-2016“-ის დასრულების შემდეგ, ქართველ და უცხოელ მსმენელებს საერთაშორისო სერტიფიკატები გადაეცათ.

 

წყარო:  http://www.ciu.edu.ge/

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

 

გაზიარება:
fb-share-icon0