close
საქართველოტურიზმი

,,The Financial-მა” საქართველოს 5 ყველაზე პრესტიჟული  სასტუმრო დაასახელა

ყოველდღიურმა  გავლენიანმა გაზეთმა ,,The Financial-მა” საქართველოს ყველაზე პრესტიჟული სასტუმროების სია გამოაქვეყნა. როგორც შესავალშივე აღინიშნა, ბოლო წლების განმავლობაში საქართველო მიმზიდველი ქვეყანა გახდა უცხოელი ბიზნესმენებისთვის და უკანასკნელი მონაცემებით, ბიზნესის კეთებით საქართველო 190 ქვეყნიდან მე-16 ადგილზეა, რაც 2017 წლისთვის ქვეყანაში ტურისტების რაოდენობის გაზრდას პროგნოზირებს.

გაზეთის რჩეული სასტუმროების სია კი ასე გამოიყურება:

  1) Georgia Palace Hotel & Spa – ხუთვარსკვლავიანი სასტუმროა, რომელიც მდებარეობს კოლხეთის დაბლობზე, ქობულეთში. აქაური უნიკალური კლიმატი შესანიშნავია გულ-სისხლძარღვთა, სასუნთქი და ნერვული სისტემების სამკურნალოდ. სასტუმროში განთავსებული 156 დახვეწილი დიზაინის მქონე, პასტელის ფერებში გაფორმებული ოთახი, ზღვის მშვენიერი ხედი და ლამაზი ეზო სასტუმროს ყველასთვის მიმზიდველ ადგილად აქცევს.

            საბჭოთა პერიოდში სასტუმროს ტერიტორია  ლავრენტი ბერიას ხელში იყო, თუმცა მისი მოსკოვში გადასვლის შემდეგ, აგარაკი სანატორიუმად გადაკეთდა, რომელსაც ეწოდა ,,საქართველო”. მალევე სანატორიუმი ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟულ დასასვენებელ და შემეცნებით ადგილად იქცა.

  2)  Leogrand Batumi –  კიდევ ერთი ფეშენებელური სასტუმროა შავი ზღვის სანაპიროზე, ბათუმში. სასტუმროს აქვს სპაცენტრი, საუნა, რესტორანი და უფასო ავტოსადგომი.

 

   3)  Hôtels & Préférence Hualing Tbilisi – თბილისის ზღვასთან მდებარე ხუთვარსკვლავიანი სასტუმროა, რომელიც ძირითადად ბიზნესშეხვედრებისთვის  და დასასვენებლადაა შექმნილი. 246 კომფორტულ სასტუმრო ოთახთან ერთად სასტუმროში არის სხვადასხვა სასადილო განყოფილება, რომლებიც სტუმრებს სთავაზობს აზიურ, ევროპულ და ადგილობრივ სამზარეულოს, ასევეა დახურული საცურაო აუზი, სპორტული დარბაზი და ექვსი საკონფერენციო დარბაზი.

 

 4) Hotel Coste, Tbilisi რუსთაველის გამზირზე, ფილარმონიის საკონცერტო დარბაზთან ახლოს მდებარე ოთხვარსკვლავიანი სასტუმროა, რომელიც 60 კომფორტულ ნომერთან ერთად, მომხმარებლებს სთავაზობს წვდომას ქალაქის ღირსშესანიშნაობებსა და სავაჭრო წერტილებთან.

 

 5)  Schuchmann Wines Chateau & Spa – თელავში მდებარე დახვეწილი დიზაინის მქონე სასტუმროა, სასტუმროშივე არსებული ვენახი სტუმრებს მშვენიერ შესაძლებლობას აძლევს  ქართული ღვინის დაგემოვნებისთვის. სასტუმროს აქვს სხვადასხვა სამკურნალო პროცედურული მომსახურებაც, მათ შორის სხვადასხვა ტიპის მასაჟი და საუნა. სტუმრებს ასევე შეუძლიათ გაერთონ მინიგოლფის, მაგიდის ჩოგბურთის ან ბილიარდის თამაშით.

წყარო:http://finchannel.com/

მასალა მოამზადა: თამარ დევდარიანმა
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid