,,დოქტრინა” გთავაზობთ რუსი მწერლის, დრამატურგის, თეატრალური რეჟისორისა და მსახიობის – მიხეილ ბულგაკოვის ჩანაწერებს:
- რად ეღირებოდა ეგ შენი სიკეთე, ბოროტება რომ არ არსებობდეს და რას დაემსგავსებოდა დედამიწა, ჩრდილი რომ გამქრალიყო? ჩრდილი ხომ საგნებისა და ადამიანებისგან წარმოიშვება.
- ის, ვისაც ცოტა ხნის წინ ეგონა, რაღაცას განვაგებო, ფიცრის ყუთში უძრავად არის გაშოტილი.
3 .თქვენი ძირითადი შეცდომა ის არის, რომ ადამიანის თვალთა მნიშვნელობას ღირსეულად არ აფასებთ. გაიგეთ, რომ ენას სიმართლის დამალვა შეუძლია, თვალებს კი – არასოდეს!
- ვინ გითხრა, ქვეყნად ნამდვილი, ურღვევი, სამარადისო სიყვარული არ არსებობსო? იმ ცრუს ბილწი ენა უნდა ამოჰგლიჯო.
- არასოდეს არავის არაფერი სთხოვოთ! არასოდეს! განსაკუთრებით იმას, ვინც თქვენზე ძლიერია. ყოველივეს თავად შემოგთავაზებენ და თავად მოგცემენ.
- ჩაცმულობით კაცს ნურასოდეს შეაფასებთ! შეიძლება, შეცდეთ, თანაც უკიდურესად შეცდეთ.
- ყველაფერი თავის რიგზე იქნება, ქვეყნიერება ამაზეა აგებული.
- ვინც გიყვარს, იმის ხვედრიც უნდა გაიზიარო.
- თუ ნამდვილი მწერალი დადუმდა, ის კვდება.
- ვინმეს რომ ავნო, დაჩაგრო, არც თუ ისე ძნელია, მაგრამ, გარწმუნებთ, სასახელო არ არის, დიახ, სასახელო არ არის!
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”
გაზიარება: