close
კულტურასაქართველო

თუშეთის ორ სოფელს და 8 ნასოფლარს უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა

თუშეთში მდებარე სოფლებს – კვავლოს და ფარსმას, ასევე, ნასოფლარებს – აგეურთას, გირევს, დაქიურთას, ძველ დიკლოს, ინდურთას, წაროს, ჭონთიოსა და ჰეღოს  კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

შესაბამისი სამართლებრივი აქტი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა 2018 წლის 15 ივნისს გამოსცა.

ყველა აღნიშნული სოფელი და ნასოფლარი გვიანი შუა საუკუნეების (XV-XVIII ს.ს.) არქიტექტურული ძეგლია.

მთავრობის გადაწყვეტილებით, ძველი დიკლოს, გირევის, ჭონთიოს, ჰეღოს, აგეურთას, წაროს, კვავლოს, ფარსმას, დაქიურთას და ინდურთას რეაბილიტაციისთვის კვლევითი სამუშაოები დაიწყება.

 

წყარო: რეგინფო

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid