close
მანქანათმშენებლობა

თვითმართვად ავტომობილებს ბრიტანეთის საავტომობილო მაგისტრალებზე 2019 წელს დატესტავენ

ბრიტანული კომპანიების კონსორციუმი – ,,Driven-ი “- 2019 წელს ბრიტანეთის გზებსა და საავტომობილო მაგისტრალებზე თვითმართვადი ავტომობილების დატესტვას გეგმავს.

ჯგუფი ,,Driven-ი” ლონდონსა და ოქსფორდს შორის ავტონომიური მანქანების პარკის მოწყობასაც გეგმავს.

მანქანები ნებისმიერ საფრთხესთან მიმართებით ერთმანეთს დაუკავშირდებიან და თითქმის სრულიად ავტონომიურად იმოქმედებენ  – თუმცა ბორტზე ადამიანიც ეყოლებათ.

აქამდე თვითმართვად ავტომობილებზე ტესტებს დაბალ სიჩქარეზე ატარებდნენ და ის საზოგადოებრივ გზებზე არ იმართებოდა.

„მარტოხელა ავტონომიური ავტომობილიდან ავტონომიური ავტომობილების პარკზე გადავდივართ – და ყველაზე საინტერესოა ის, თუ რა მონაცემებს, როდის და რატომ უზიარებენ ერთმანეთს ეს ავტომობილები,“ – განაცხადა ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორმა – პაულ ნიუმენმა.

პროექტს მხარს უჭერს მთავრობის 8,6 მილიონიანი გრანტი. მასში ჩართულია სადაზღვევო კომპანია, რომელიც რისკებს შეაფასებს.

ბრიტანეთის მთავრობას თვითმართვადი ავტომობილების პროექტის განვიტარებისთვის 100 მილიონი ფუნტი აქვს დახარჯული და სურს, რომ აღნიშნული ტექნოლოგიის განვითარების გზის სათავეში მოექცეს. თუმცა ზოგიერთი ექსპერტი ვარაუდობს, რომ გაერთიანებულ სამეფოს გაუჭირდება კონკურენცია გაუწიოს ისეთ გიგანტებს, როგორიცაა Google აშშ-ში, Volvo – ჩინეთში და Daimler – გერმანიაში, რომლებმაც ამ სფეროში უკვე მიაღწიეს მნიშვნელოვან წარმატებას.

 

წყარო: BBC

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid