ბოლო პერიოდში ჰიბრიდული მანქანების მიმართ დაინტერესება განსაკუთრებით გაიზარდა, ამ მხრივ კი, ,,ტოიოტა” განსაკუთრებულად აქტიურად მუშაობს.
RAV 4 ავტოინდუსტრიის განვითარებისა და წინსვლის ნათელი მაგალითია. საინტერესოა, რომ ამ მოდელის ისტორია 1994 წლიდან იწყება, როდესაც იაპონელმა ავტომწარმოებლებმა საფუძველი ჩაუყარეს ახალ საავტომობილო კლასს – კომპაქტურ კროსოვერს.
RAV 4 -ის 4 თაობა გამოვიდა ამ 22 წლის განმავლობაში, ეს – მე-4 თაობა კი 2013 წლიდან იწარმოება, 2016 წლიდან ამ ავტომობილის ჰიბრიდული მოდიფიკაცია მივიღეთ, რომელიც თავის კლასში ერთ-ერთი ეკონომიური მოდელია.
RAV 4 ჰიბრიდის გამორჩეულობის მიზეზი საკმაოდ ბევრია – ვარიატორის ტიპის გადაცემათა კოლოფი, 2.5 ლიტრი მოცულობის 4-ცილინდრიანი ბენზინის ძრავა და ა.შ.
ავტომობილი 0-დან 100კმ/სთმდე 8.4 წამში აჩქარდება და შეუძლია 180 კილომეტრ/საათი სიჩქარის განვითარება.
ევრო 5 სტანდარტის ავტომობილის საწვავის ხარჯი საშუალოდ 5.7 ლიტრს შეადგენს.
Rav4 ჰიბრიდს ინტერიერიც გამორჩეული აქვს – ტევადი სალონი, რომელიც აღჭურვილია ორზონიანი ავტომატური კლიმატკონტროლით და კომფორტული სავარძლებით, რომლებსაც გათბობის ფუნქციაც აქვს.
მულტიფუნქციური, რეგულირებადი და კომფორტულ საჭე საშუალებას მოგცემთ მართოთ ავტომობილის არა მხოლოდ მიმართულება, არამედ შიდაფუნქციები, როგორიცაა აუდიოსისტემა, ტელეფონი და ხმოვანი მართვა.
გამოცდილი, ერთ-ერთი მოწინავე და სანდო ჰიბრიდრული სისტემით, ეკოლოგიური, ინოვაციური და კომფორტული კროსოვერი – ასე აფასებენ სპეციალისტები Rav4 ჰიბრიდს.
მასალა მოამზადა: ნატალია ჯალაღონიამ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”