close
რობოტექნიკა

Toyota-მ „ბავშვი“ რობოტი შექმნა

დეველოპერმა Toyota-მ ახალი, პალმის ზომის რობოტი შექმნა, რომელსაც მგზავრობისას მძღოლის მეგზურის ფუნქციის შესრულება შეუძლია.

10 სმ სიგრძის Kirobo Mini იაპონიაში მომავალ წელს გამოვა გაყიდვაში.

რობოტი ავტომობილის მონაცემებზე დაყრდნობით მგზავრობასთან დაკავშირებულ კომენტარებსაც გააკეთებს.

Kirobo Mini-ს ბავშვის მსგავსი ატრიბუტები აქვს. ისინი ადამიანებში სააღმზრდელო ინსტინქტებს აღძრავენ, თუმცა HertfordshireUniversity-ის კომპიუტერულ მეცნიერებათა სკოლის პროფესორის კერსტინ დოთენჰანის განცხადებით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ Kirobo Mini-ს უშვილო წყვილისთვის ბავშვის ჩანაცვლება შეუძლია.

„რობოტი ადამიანებს უკეთესად ყოფნაში დაეხმარება, თუმცა მასში ადამიანური კომპონენტი არაა, რობოტებს ბავშვების ჩანაცვლება არ შეუძლიათ,“ – განაცხადა მან.

Toyota-ს ინფორმაციით, Kirobo Mini-ს შეუძლია : ჟესტების და სახის გამომეტყველების გამოყენებით „არაგეგმიურ საუბარში“ ჩართვა, მომხმარებელს შეახსენოს სხვადასხვა მოქმედება, გააკეთოს კომენტარები სახლსა და მანქანაში შეერთებულ სხვადასხვა მოწყობილებებიდან მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით.

ახალი რობოტის ფასი 39,800 იენი (დაახლოებით 460 აშშ დოლარი) იქნება და ის მხოლოდ იაპონიაში გაიყიდება.

აღსანიშნავია, რომ Kirobo Mini-ს წინამორბედი 34 სანტიმატრიანი Kirobo 2013 წელს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გააგზავნეს.

წყარო: BBC
მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0