,,დოქტრინა” გთავაზობთ ავტომობილების ერთ-ერთი უმსხვილესი ბრენდის – ტოიოტას (Toyota) ისტორიას, რომელიც იწყება 1933 წელს. იმ პერიოდში კომპანიის საქმიანობას წარმოადგენდა ტექსტილის დანადგარების წარმოება და არანაირი კავშირი არ ჰქონდა ავტომობილებთან.
კომპანიის მფლობელი საკიტი ტოიოდი იყო, ხოლო ახალ მიმართულებას სათავეში ჩაუდგა მისი შვილი – კიიტირო ტოიოდა ჩაუდგა, რომელმაც ახალ კომპანიას მსოფლიო აღიარება მოუტანა.
1935 წელს შეიქმნა ტოიოტას პირველი ავტომობილი, რომელის სახელწოდებაც იყო Model A1. ეს მოდელი 1936 ჩაეშვა მასიურ წარმოებაში – სახელწოდებით Model AA. პარალელურად შეიქმნა ტოიოტას პირველი სატვირთო ავტომობილი Model G1. კომპანია ტოიოტამ იმავე პერიოდში შექმნა პირველი საექსპორტო ავტომობილი, რომელიც გაიგზავნა ჩრდილოეთ ჩინეთში.
1937 წელს ტოიოტას საავტმობილო მიმართულება ჩამოყალიბდა ცალკე კომპანიად, რომელმაც მიიღო სახელწოდება ,,Toyota Motor Co., Ltd”.
ბევრმა არ იცის, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს კომპანია ტოიოტა (Toyota) მუშაობდა სამხედრო შეკვეთებზე – იგი ამზადებდა სატვირთი ავტომობილებს იმპერატორის არმიისთვის. მანქანები იწყობოდა დიდი ეკონომირობითა და ხელმომჭირნეობით – მაგალითისთვის, მათზე მაგრდებოდა მხოლოდ ერთი ფარი. წარმოება გრძელდებოდა მანამ, სანამ ამერიკულმა ავიაციამ არ დაბომბა ტოიოტას ქარხნები.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, 1947 წელს კომპანიამ მაინც დაიწყო კიდევ ერთი ტოიოტას მოდელის წარმოება — Toyota Model SA, ხოლო 1950 წელს, მწვავე ფინანსური კრიზისის პირობებში, კომპანიამ გადაიტანა საკუთარი მუშების პირველი გაფიცვა, ამის შემდეგ ხელმძღვანელობამ გადახედა კორპორატიულ პოლიტიკას, სწორედ ამის შედეგია, რომ პირველი გაფიცვა ერთადერთ გაფიცვად დარჩა ,,ტოიოტას” ისტორიაში.
50-იანი წლების დასაწყისში ტაიტი ონომ (Taiichi Ohno) მოიფიქრა უნიკალური მართვის სისტემა (”კამბან”), რომელიც ყველა სახის დანაკარგების თავიდან აცილების შესაძლებლობას იძლეოდა.
სწორედ ამ პერიოდშივე შეიქმნა ტოიოტას ყველგანმავალი ,, Land Cruiser-ი”.
1956 წელს დაიწყო ,,ტოიოტას” ავტომობილების ამერიკაში გაყიდვა, თუმცა პირველი მცდელობა ამ ბაზარზე კრახით დასრულდა, თუმცა, შემდგომში დაშვებული შეცდომების გამოსწორების შედეგად, მდგომარეობა შეიცვალა.
1961 წელს გამოვიდა მოდელი Toyota Publica — პატარა ზომის ეკონომიური ავტომობილი, რომელმაც სწრაფად მოიპოვა პოპულარობა. სწორედ ამავე პერიოდში აქტიურად იზრდება Toyota-ს დილერების ქსელი საზღვარგარეთ – სამხრეთ აფრიკაში, ევროპასა და აზიაში.
Toyota-მ აშშ-ს ბაზარზე დიდ წარმატებას მიაღწია მოდელით ,,Corona”.
1966-დან ,,ტოიოტა” უშვებს ერთ–ერთ ყველაზე მასიური მოდელს — ,,Corolla-ს”, რომლის წარმოებაც დღემდე წარმატებით მიმდინარეობს.
1982 წელს Toyota Motor Co., Ltd. და Toyota Motor Sales Co., Ltd. გაერთიანდნენ და გახდა Toyota Motor Corporation. სწორედ ამ დროისთვის, ბრენდი ტოიოტა (Toyota) საბოლოდ დაფუძნდა, როგორც იაპონიის უმსხვილესი ავტომწარმოებელი, რომელმაც მსოფლიო მწარმოებლებს შორის მესამე ადგილი დაიკავა.
უკვე 1986 წელს გამოშვებულ იქნა 50 მემილიონე ავტომობილი Toyota-ს მარკით.
ტოიოტას ლოგო შეიქმნა 1989 წელს იმ სახით, როგორიც ვიცით დღეს. ლოგოს დიზაინრების განმარტებით, ორი ოვალი, რომლებიც ქმნიან მონახაზს «Т» აღნიშნავს ურთიერთსასარგებლო ურთიერთობას, ხოლო დიდი ოვალი, რომელშიც ისინია მოთავსებული, სიმბოლურად გამოხატავს კომპანიის შორს მიმავალ გეგმებს.
1990 წელის ოქტომბერში იხსნება პირველი ავტორიზებული ტოიოტას სერვის ცენტრი.
აღსანიშნავია, რომ ეკოლოგიამ Toyota-ს განვითარებაზე დიდი ზეგავლენა მოახდინა; შემუშავებულ იქნა გეგმები და პროგრამები გარემოს დაცვისთვის, ხოლო 1997 წელს შეიქმნა მოდელი Prius, რომელიც აღჭურვილია ჰიბრიდული ძრავით (Toyota Hybrid System). Prius-ის გარდა, ჰიბრიდული ძრავით აღჭურვილი იყო მოდელები Coaster და RAV4.
1999 წელს იაპონიაში გამოვიდა 100 მემილიონე ავტომობილი Toyota-ს მარკით. ხოლო 2000 წელს Prius-ის მოდელების გაყიდვამ მიაღწია 50 ათასის ნიშნულს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, წარმოებაში გაეშვა RAV4-ის ახალი თაობა, ხოლო 2001 წელს აშშ-ში გაიყიდა Camry-ს 5 მემილიონე ეგზემპლარი.
2002 წელს Toyota – მ შეაბიჯა ახალ სფეროში – მიიღო მონაწილეობა Formula 1-ის რბოლებში, დღეს კი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადია ყველაზე ექსტრემალურ ავტოშეჯიბრებებში.
ამჟამინდელი მონაცემებით, ბრენდი ,,ტოიოტა” ( Toyota) არის ავტომობილების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მწარმოებელი იაპონიასა და მსოფლიოში.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”
გაზიარება: