სიტყვა ,,ტყუპები” აბსოლუტურად ერთნაირის ასოციაციას იწვევს, თუმცა ხშირად ისინი სრულიად არ ჰგვანან ერთმანეთს, ან გვანან როგორც სხვადასხვა დროს დაბადებული დედმამიშვილები.
განარჩევენ ტყუპების ორ ტიპს – არაიდენტურსა და იდენტურს. თუ ერთდროულად მომწიფდა და სხვადასხვა სპერმატოზოიდით განაყოფიერდა ორი ან რამდენიმე კვერცხუჯრედი, იბადებიან სხვადასხვა კვერცხუჯრედიდან განვითარებული ტყუპები. მათ არაიდენტურ ტყუპებს უწოდებენ.
ზოგჯერ ჩვეულებრივად, ერთი კვერცხუჯრედი ერთი სპერმატოზოიდით ნაყოფიერდება, მაგრამ ზიგოტიდან წარმოქმნილი ჩანასახი განვითარების ადრეულ ეტაპზე ორად იყოფა და თითოეული მათგანიდან დამოუკიდებელი ორგანიზმი ვითარდება. იბადება ორი აბსოლუტურად მსგავსი ადამიანი, რომელსაც იდენტურ ტყუპებს უწოდებენ.
იდენტურ ტყუპებს ერთნაირი გემოვნება, ჩვევები მისწრაფებები აქვთ. უპირატესობას ერთსა და იმავე ტანსაცმელს, თმის ვარცხნილობას ანიჭებენ, მოსწონთ ერთ და იგივე წიგნი, სპექტაკლი, იმ შემთხვევაშიც კი თუ მათ დაბადებისთანავე დააშორებენ და ცალ-ცალკე გაიზრდებიან. ხშირად ერთსა და იმავე პროფესიას ირჩევენ, ერთი და იმავე დაავადებით თითქმის ერთდროულად ავადდებიან.
ზოგჯერ ჩანასახის ნაწილები ერთმანეთთს სრულიად არ სცილდება, ამიტომ ტყუპები ერთმანეთთან დაკავშირებული იბადებიან. მათ სიამის ტყუპებს უწოდებენ. მათი დაკავშირების ხარისხი განსხვავებულია. ზოგჯერ სიამის ტყუპები ერთმანეთისგან ზომითა და განვითარებით განსხვავდებიან. ერთი მათგანი სრულიად ნორმალურია, ხოლო მეორე ნაწილობრივ განვითარებული და პირველზე მიკრული. სიამის ტყუპების უმრავლესობა დაბადებისთანავე იღუპება. თუმცა გადარჩენის შემთხვევაში სიცოცხლისუნარიანი. დღეს წარმატებით ხორციელდება მათი დაშორება ქირურგიული გზით.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”