ნებაყოფლობითი გაცვლა-გამოცვლა ტრანსაქციულ ხარჯებთან არის დაკავშირებული – თან ახლავს გარიგებებზე მოლაპარაკების პროცესს და მიღწეული შეთანხმებების შესრულების კონტროლს.
გასაგებია, რომ ყოველი გარიგება დაკავშირებულია გარკვეულ ხარჯებთან: მყიდველმა და გამყიდველმა უნდა მონახონ ერთმანეთი, მოილაპარაკონ იმის თაობაზე, თუ რას სთავაზობენ ერთმანეთს და რისი მიღება უნდათ სანაცვლოდ, უნდა დარწმუნდნენ, რომ ნამდვილად მიიღებენ იმას, რასაც მოელიან.
თუ ტრანსაქციული ხარჯები აღემატება იმ შედეგს, რასაც გარიგების მონაწილეები მოელიან, მაშინ გარიგება, უბრალოდ, არ შედგება. ამიტომ სახელმწიფო შეიძლება განვიხილოთ, როგორც ინსტრუმენტი, რომელიც იძულების გამოყენების გზით, ტრანსაქციულ ხარჯებს ამცირებს. ურთიერთხელსაყრელი გარიგებების რაოდენობა, რომლებიც ხორციელდება საზოგადოებაში, ტრანსაქციული ხარჯებით არის შეზღუდული.
წყარო: Harvard business review
მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ
ახა