close
ასტრონომია - კოსმოსიეს საინტერესოაკვლევები

TRAPPIST-1-ის სისტემაში არსებული ორი ეგზოპლანეტა შესაძლოა სიცოცხლისთვის ხელსაყრელია

 TRAPPIST-1-ის სისტემაში არსებული ორი ეგზოპლანეტა შესაძლოა სიცოცხლისათვის ხელსაყრელია – პლანეტარულ მეცნიერებათა ინსტიტუტის უფროსი მეცნიერის, ემი ბარის მიერ ჩატარებული კვლევა ამას იუწყება.

TRAPPIST-1-ის სისტემა  შეიცავს დაახლოებით დედამიწის ზომის შვიდ პლანეტას.

ვარსკვლავი  TRAPPIST-1 ძალიან ხანდაზმული და მკრთალია,  მისი პლანეტების ზედაპირზე შედარებით დაბალი ტემპერატურაა, 126°C-დან -106°C-მდე, რაც ვენერაზე ცივია და დედამიწის პოლუსების ტემპერატურაზე დაბალია. პლანეტები დედავარსკვლავთან საკმაოდ ახლოს მოძრაობენ და  ორბიტული პერიოდი  რამდენიმე დღეს შეადგენს.

მკვლევარების ვარაუდით, სრულიად შესაძლებელია, რომ  ეს პლანეტები  წყლის ყინულის, ქანებისა და რკინისაგან შედგებოდეს. ჩატარდა გარკვეული ტიპის კვლევები და ჯგუფის მიერ მიღებულმა შედეგებმა აჩვენა, რომ სიცოცხლისათვის ყველაზე მეტად ხელსაყრელი უნდა იყოს ორი პლანეტა — d და e. ამის მიზეზია მათი ზედაპირის ზომიერი ტემპერატურა და გრავიტაციული გაცხელების მოკრძალებული ოდენობა. ვარაუდის მიხედვით, პლანეტა d გლობალური ოკეანითაა დაფარული.

2017 წლის აღმოჩენებს შორის ერთ-ერთი ყველაზე დიდი აღმოჩენა სწორედ  TRAPPIST-1-ის სისტემა უკავშირდება, რომელიც დედამიწიდან 40 სინათლის წლის მანძილზე, მერწყულის თანავარსკვლავედში მდებარეობს.

მეცნიერები აქტიურად განაგრძობენ კვლევას მის გარშემო, რადგანაც, ვარაუდობენ, რომ, ეს  სისტემა, არამიწიერი სიცოცხლის საძებნელად  შესაძლოა საუკეთესო ადგილი იყოს.

 

წყარო:  Sciencealert.com

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid