close
გამოგონება - ინოვაციასაქართველოტურიზმი

tripplanner.ge – ინოვაციური პლატფორმა ტურისტული და ტრანსფერული პაკეტების შესაძენად

tripplanner.ge-ს გამოჩენა გამორჩეულად გაახარებს მათ, ვისაც მოგზაურობა უყვართ. ტურის დაგეგმვა საკმაოდ დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს, სწორედ აღნიშნული პორტალი აგარიდებთ თავიდან სხვადასხვა გაუთვალისწინებელ პრობლემას, რომელიც, როგორც წესი, ხშირია ტურისტთათვის. კომპანია ეკატერინე თარხნიშვილმა და გიორგი გვაზავამ დააფუძნეს. სტარტაპის შესახებ დეტალების გასარკვევად „დოქტრინა“ tripplanner.ge-ს თანადამფუძნებელ ეკატერინე თარხნიშვილს გაესაუბრა.

-უპირველეს ყოვლისა, წარმოგვიდგინეთ თქვენი თავი. 

-მე გახლავართ ტურიტული საიტის ,,tripplanner.ge-ის” თანადამფუძნებელი. ჩვენი პროდუქტი წარმოადგენს ვებგვერდს, სადაც ნებისმიერ ტურისტს შეუძლია მიიღოს საქართველოს, მისი რეგიონიებისა თუ ღირსშესანიშნაობების შესახებ ინფორმაცია, შეიძინოს ტურისტული პაკეტები და ტრანსფერული მომსახურება, აგრეთვე, ინოვაციური გვერდის ,,მგეგმავის” მეშვეობით თავად ააწყოს ტური.

-საიდან გაჩნდა აღნიშნულის შექმნის იდეა?

-ჩვენი საქმიანობის მთავარი იდეაა, საქართველოში მოგზაურობის დაგეგმვის უფრო კომფორტული და გამარტივებული გზა. მაგალითად, ევროპაში მოგზაურობისას ჩვენ უმეტესად ვიყენებთ ისეთ „თვითმგეგმავ“ საიტებს, როგორიცაა booling, tripadvisor, airbnb და სხვა. შესაბამისად, უცხოურ ტურისტულ სააგენტოებთან თითქმის არ გვაქვს შეხება, ყველაფრის დაგეგმვა ელექტრონულად, სახლიდან გაუსვლელად გვარდება. ამის მაგალითზე, მოვიფიქრეთ ისეთი ვებგვერდი, რომლის მეშვეობითაც ჩვენს ქვეყანაში ჩამომსვლელი ტურისტი თავად შეარჩევს მისთვის სასაურველ ტურს და შეიძენს მას.

ჩვენი სტარტაპკომპანია მე და ჩემმა პარტნიორმა – გიორგი გვაზავამ წელიწად-ნახევრის წინ დავაფუძნეთ. მას შემდეგ თავდაუზოგავად ვმუშაობთ ამ პროექტზე. მოვიპოვეთ გრანტი და თანადაფინანსება. ამ ხნის განმავლობაში შევქმენით საიტი, შევიტანეთ საიჭირო ინფორმაცია, გავწერეთ მარკეტინგული და ფინანსური გეგმა და ერთხელ საცდელი პერიოდით ჩავუშვით, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო შევიტანეთ ცვლილებები, შესაბამისად, ძალიან მალე, ახალი ინფორმაციითა და მეტად დახვეწილი დიზაინით ხელახლა გამოვალთ ბაზარზე.

-გვესაუბრეთ სტარტაპის შესახებ. რა უპირატესობები აქვს? რას სთავაზობთ საზოგადოებას.

-ეს არის ტურიტული კომპანია ელექტრონულ სივრცეში. ამ პორტალის საშუალებით ტურისტს შეუძლია, რომ გაიგოს მეტი საქართველოს შესახებ, აარჩიოს ან თავად შექმნას ტურიტული პაკეტი, შეიძინოს ტური სახლიდან გაუსვლელად, აკონტროლოს ხარჯები და ვადები და ეს ყველაფერი დამატებითი კომუნიკაციის და თანმდევი დისკომფორტების გარეშე (თუმცა აქვს კომუნიკაციის ყველა საშუალება). აქედან მთავარი პრიორიტეტი არის ონლაინ შესყიდავა და ტურის მგეგმავი. ამ ინოვაციური გვერდის საშუალებით ტურისტი თავად არჩევს რეგიონს, მარშრუტს, მოსანახულებელ ადგილებს. ასევე სურვილისამებრ სასტუმროს, საკვებისა და გიდის მომსახურებას. ტურის შედგენისას მომხმარებელს ეძლევა საშუალება თავად აკონრტოლოს  დრო და ღირებულება.

-რას გეგმავთ სამომავლოდ პროექტის გასავითარებლად?

-გვინდა, რომ ჩვენი საიტი რაც შეიძლება მრავლისმომცველი იყოს, რათა ნებისმიერი ტურისტისთვის ხელსაყრელი პროდუქტი შევქმნათ. მეტი ინფორმაცია,  მრავალფეროვანი ტურები და მომსახურების საიმედო ხარისხი.

 

მასალა მოამზადა:  ნინი მშვენიერიძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid