close
საქართველო

ცხვარიჭამიის ნაკრძალ-თავშესაფარში მგელმა გვირაბი გაიყვანა და გაიპარა

„დღეს დილით ცხვარიჭამიის ნაკრძალი-თავშესაფრიდან ელექტრო ღობის ქვეშ მგელმა, რომელიც ორი დღის უკან ყაზბეგის რაიონის სოფელი კობიდან გარემოს დაცვის სამინისტრომ მოგვიყვანა, გვირაბი გაიყვანა და გაიპარა”, – ამის შესახებ ინფორმაცია თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფრის  Facebook-გვერდზე გუშინ გამოაქვეყნეს.

„მგელს სახელად სერი ქვია. ის ადამიანთან კომუნიკაციაში არ შედის და არც თავს ესხმის. სავარაუდოდ, საბუდარას ტყეში არ გაჩერდება, რადგან მისი ასაკიდან გამომდინარე (1,4 წელი) ეცდება მეწყვილის პოვნას.
თუ სადმე შეამჩნიეთ მაშინვე დარეკეთ გარემოს დაცვის ცხელ ხაზზე 153 ან
555 38 33 66 სოსო “, – ნათქვამია განცხადებაში.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტინა”

გაზიარება:
fb-share-icon0