კემბრიჯის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ცხვრები გაწვრთნეს იმ მიზნით, რომ მათ სელებრითების სახეები ეცნოთ.
მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ეს მათ ნეიროდეგენერაციული დაავადებების უკეთ გაგებაში დაეხმარებათ.
სპეციალურად აღჭურვილი კალმით ცხვრებს კომპიუტერის ეკრანებზე ფოტოებს აჩვენებდნენ: ერთ მხარე უცნობი ადამიანისას, ხოლო მეორე მხარე – ოთხი სელებრითის ფოტოს.
იმ შემთხვევაში, თუ ცხოველი ცნობილი ადამიანის სახეს იცნობდა, რასაც ის ეკრანთან არსებულ ინფრაწითელი სხივის დარღვევით გამოხატავდა, მას ჯილდოდ საკვებს აძლევდნენ, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ არასწორ ფოტოსურათს აირჩევდა, ჯილდოს ვერ ღებულობდა. ცხვრები 10 შემთხვევიდან 8 შემთხვევაში სახის სწორად ამოცნობას ახერხებდნენ.
ფოტოები, რომლის ამოცნობაც ცხვრებს დაავალეს, ეკუთვნოდა მსახიობებს: ემა უოტსონს და ჯეიკ ჯილენჰალს, BBC-ის წამყვანს – ფიონა ბრუსსა და აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს – ბარაკ ობამას.
გარდა იმისა, რომ გამოჩენილი სახეების გამოსახულებები აჩვენეს, მეცნიერებმა ასევე სცადეს ცხოველთა უნარ-ჩვევების დატესტვა ამოეცნოთ სხვა კუთხეებიდან გადაღებული ფოტოებით. თუმცა, ამ შემთხვევაში, ცხოველთა წარმატების მაჩვენებელი დაახლოებით 15 პროცენტით შემცირდა, რაც, მეცნიერთა თქმით, ადამიანებისგან მიღებული შედეგების შესაბამისია.
მეცნიერები მიზნად ისახავენ გამოიყენონ ცხვარი, როგორც მოდელი, რათა მეტი გაიგონ ტვინის ისეთი დარღვევების შესახებ, როგორიცაა – ჰანთინგტონის დაავადება, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ვითარდება და გავლენას ახდენს შემეცნებითი შესაძლებლობებზე.
წყარო: http://www.reuters.com
მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“