10 წლის წინ, სოციალურ მედიასივრცეში ახალი პროდუქტი სახელად „facebook-ი” გაჩნდა. ვერავინ იფიქრებდა, რომ სულ რამდენიმე წლის შემდეგ მსოფლიოს მარკეტინგის სპეციალისტების 42% ამ ქსელს მომხმარებელთან კომუნიკაციის მთავარ გზად დაასახელებდა.
2004 წელს, როდესაც მომხმარებელთა რაოდენობა მილიონს ასცდა, პირველად გაჩნდა კომპანიების მხრიდან ინტერესი, რომელიც დროთა განმავლობაში უდიდესი მოგების და აღიარების მომტანი გახდა არა მხოლოდ „Facebook-ისთვის”, არამედ ყველა ბიზნესისთვის, რომელმაც ქსელის მილიარდზე მეტ მომხმარებელთან კომუნიკაცია სწორი სტრატეგიით წარმართა.
მსოფლიოში არსებული სოციალური მედიასაშუალებების მომხმარებელთა შორის. 71% ,,Facebook-ს” მოიხმარს. ამათგან 64% კი – მას ყოველდღე სტუმრობს. ბიზნესისთვის ეს უნიკალური შესაძლებლობაა საკომუნიკაციო კამპანიის დაგეგმვის და განხორციელების პროცესში.
წყარო: Businessinsider.com
მასალა მოაზადა: ლაშა ჯინჭარაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”