ხელოვნურად შექმნილი ვირტუალური ასისტენტი, რომელიც ინტელექტუალური აზროვნებით გამოირჩევა, მარკ ცუკერბერგმა თავისი სახლისთვის შექმნა. მას მორგან ფრიმენის ხმა აქვს.
მარკმა თავის Facebookგვერდზე იუმორისტული ვიდეო გამოაქვეყნა. კერძოდ – მისი ასისტენტი მოქმედ მდგომარეობაში – პროგრამა ზრუნავს როგორც მის გაღვიძებაზე, ასევე იგი ასწავლის ცუკერბერგის შვილს ჩინურს.
ცუკერბერგი დღეგამოშვებით აქვეყნებს ვიდეოებს, სადაც ნაჩვენებია დეტალურად, თუ როგორ შექმნა მან საკუთარი AI ასისტენტი.მას დაარქვა “Jarvis”, ისევე როგორც ,,რკინის კაცში” მთავარი გმირის, Robert Downey Jr.-ის ასისტენტს ჰქვია.
მარკს მოსწონდა მორგან ფრიმენის ხმა და სწორედ ამიტომ აღჭურვა მოწყობილობა მისი ხმით.
მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”