close
ფსიქოლოგია

ცვლილება და ფსიქოლოგია

ცხოვრება მუდმივად მოძრავი და შეუჩერებელი ეტაპებითაა სავსე იქნება ეს დედის მუცლიდან სამყაროში გამოსვლა , ერთი ასაკიდან  მეორეში გადასვლას ბაღიდან სკოლაში შესვლას ბავშობა თუ მოზარდობა შემდგომ ზრდასრულობა და ა.შ ეს დაუსრულებელი ციკლია რომელიც მუდმივად ცვალებადი და ზრდადია ,  ხშირად ეს ისე მოულედნელად ხდება რომ  ადამინები ამისთვის მზადაც კი არ ვართ.უბრალოდ რომ ვთქვათ ცვლილება გარდაუვალია და ხშირად ადამიანები ცვლილების გასაყარს ვჩერდებით და გვიჭირის იმ ამოუცნობისკენ გადასვლა რაც ახალ ეტაპს და ახალ გამოცდილებებს მოგვიტანს.

როგორ შეგვიძლია შეხვდეთ ცხოვრებვისეულ , იქნება ეს კარგი თუ არა , მოგვიტანს თუ არა ეს ცვლილება სარგებელს თუ უბრალოდ ამ ცვლილების მორევში დავჩებით ხშირ შემთხვევაში ამის გარანტიას არავინ გვაძლევს…

მნიშვნელოვანია რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინება როდესაც  რაიმე ცვლილების გასაყარზე ვდგავართ :

ყველა ცვლილება პოზიტიურია რომდენაც ნეგატიური არ უნდა იყოს ის რადგან საბოლოოდ ეს გვანვითარებს და ახალ გზებს გვაჩვენებს როგორები შეიძლება ვიყოთ.

შენს ტემპს შენთვითონ ირჩევ , ყველას ცხოვრების გზა ინდივიდუალურია  ადამიანები ისე გადიან ადაპტაციას როგორც მათ  შინაგან საათს შეუძლია, დრო რომელიც ცვლილებასთან არის დაკავშირებული უნდა აიჩიო შენ ,იქნება ეს ორი წამი ორი საათი ორი დღე თუ ორი წელი , კონტროლი ამ ცვლილებისა უნდა იყო შენ.

სტრესი შიში ამოუცნობის მიმართ არქეულად დასაბამიდან მოდის ჩვენში ქვის ხანაში ადამინებს დღის და ღამის ცვლილების ეშინოდა გავიდა დრო და ახლა ვიცით რომ ყოველ მზის ამოსვლას ჩასვლა მოყვება და ყოველი ბნელი ღამის შემდეგ მზე ამოვა და ისევ დავინახავთ სინათლეს , შიში ეს უბრალოდ თანმხლებია იმ პროცესისა რომელიც ჩვენში ცვლილებას გაოიწვევს, ის უბრალოდ ფრთხილი მეგობარია , რომელიც შენი თანამგზავრია იმ საინტერესო ამოუცნობისკენ.  ფსიქოლოგიური რუბრიკა არ იქნებოდა ფსიქოლოგიური თუ მასში არ ჩავრთავდით გამოცდილი ფსიქოლოგების  ნაზრევსაც, ამჯერად ამაში ფსიქოლოგი ნინო თოფურია დაგვეხმარება.

 

როგორ შეგვიძლია ფსიქოლოგიურად ავხსნათ ისეთი ფენომენი როგორიცა ცხოვრებისეული ცვლილებები და ახალი გამოცდილებების შემოტანა ?

ჩვენ ვიცით, რომ ადამიანი სოციალური არსებაა და მისი მოთხოვნილებაა, კონტაქტი ჰქონდეს სოციუმთან. ამგვარი ინტერაქცია თავისთავად მოიაზრებს ცვლილებებსა და სიახლეებს. სოციუმისა და ადამიანის ურთიერთქმედება და გავლენა ორმხრივია. სწორედ ეს განაპირობებს საზოგადოებისა განვითარებასა და მისი თითოეული წევრის პიროვნულ ზრდას. ცვლილებისა და ახალი გამოცდილების გარეშე განვითარება უბრალოდ შეფერხდებოდა და მივიღებდით დეგრადირებულ სოციუმს, რაც თავისთავად, გაყინავდა ადამიანთა განვითარებას.

შესაბამისად, ცხოვრებისეული ცვლილებები და გამოცდილებები ააქტიურებენ ჩვენში სხვადასხვა უნარსა და შესაძლებლობას, რაც ახალ გზებს გვიხსნის თვითრეალიზებისა და პიროვნული თავისუფლებისკენ. ამის შედეგად ვხდებით მეტად ადაპტურნი და გვიადვილდება სოციუმთან ინტერაქცია.

 

რა ფსიქოლოგიური თავისებურებებით  შეგვიძლია  დავძლიოთ ცვლილებების გაჩენისას აღმოცენებული შიში  და სტრესი ?

შიშის ემოციას იწვევს ის, რაც აუხსნელი, გაურკვეველი და ახალია ჩვენთვის; რაც ჩვენს კოგნიტურ სქემაში ჯერ არ არის ჩაწერილი. ცვლილების შესწავლა და მისი რაციონალური ანალიზი გვეხმარება შიშის დაძლევაში. როდესაც ადამიანი იწყებს არსებული სიტუაციის შესწავლას, მოვლენათა ანალიზს და  ახდენს მოვლენებისადმი საკუთარი ემოციებისა და დამოკიდებულებების იდენტიფიკაციას, ის ამით ამცირებს სტრესის დონეს.

პირველ რიგში, უნდა გავიაზროთ, რომ ცვლილება იწვევს სტრესს და ეს საჭიროცაა, რადგან რომ არა სტრესი, ჩვენი ბევრი სასარგებლო და პრაქტიკული უნარი უბრალოდ გამოუსადეგარი იქნებოდა და შესაბამისად, ფუჭად და უმიზნოდ გაიფლანგებოდა. სტრესი ახდენს ჩვენს კონცენტრირებას, არ გვაძლევს მოდუნების საშუალებას და ეს ხშირად არის სხვადასხვა სფეროში წარმატების მიღწევის საწინდარი. როდესაც ვიცით, რომელ სტრესთან, სტრესორთან გვაქვს საქმე, როგორია ამის მიმართ ჩვენი დამოკიდებულება, მაშინ სტრესი უკვე მართვადი ხდება და ჩვენ შეგვიძლია ის ჩვენსავე სასარგებლოდ გამოვიყენოთ. მხოლოდ უკონტროლო სტრესია ხელისშემშლელი.  თუმცა როგორც ყველაფერში, ასევე აქაც ზომიერებაა დასაცავი. სტრესი უნდა იყოს ბიძგი, წამომწყები და ის არ უნდა გაგრძელდეს დიდხანს, რათა არ გამოიწვიოს ადამიანის გამოფიტვა. ამიტომ აქამდე არ უნდა მივიყვანოთ საქმე და დროულად დავიწყოთ ჩვენი სტრესის გამოკვლევა. როდესაც იცი, რასთან გაქვს საქმე, შესაბამისი ინსტრუმენტითვე იწყებ მასთან გამკლავებას.

 

ქონიათ თუ არა გამოცდილება ცხოვრებისეულ  ცვლილებებთან და როგორ დაგეხმარათ ამაში ფსიქოლოგია ?

ცვლილება თითოეული ადამიანის ცხოვრების შემადგენელი კომპონენტია. ამის გარეშე უბრალოდ შეუძლებელია სამყაროში არსებობა. ჩვენ მუდმივად განვიცდით ცვლილებებს, ზოგიერთი მათგანი მკრთალია და მას ვერ ვამჩნევთ, ზოგიერთი კი მკაფიო და ხილული.

ფსიქოლოგიური ცოდნა მეხმარება იმაში, რომ ადეკვატურად მივიღო ეს ცვლილებები, დავაკვირდე საკუთარ ემოციებს ამ პროცესში, გავამხნევო საკუთარი თავი და რაციონალურად მივუდგე სიტუაციას – რას ვგრძნობ ამ პროცესში, როგორ მოქმედებს ეს ჩემზე, საით მივყავარ, რას დავკარგავდი, ეს რომ არ მომხდარიყო, რა მომცა ამ ცვლილებამ, პრე და პოსტ ანალიზს უკეთებ შენს ცხოვრებას ამ ცვლილებასთან მიმართებაში. განვმეორდები და ვიტყვი, რომ როდესაც იცი, რასთან გაქვს საქმე, იმასაც ხვდები, ამას როგორ გაუმკლავდე ადეკვატურად. ცვლილება ხომ პიროვნული ზრდის განუყოფელი ნაწილია.

 

რა არის ის რაც აპერხებს ადამიანს რომ გადადგას ნაბიჯი რაიმე ცვლილების განსახორციელებლად ?

ჩვენთვის ნაცნობი „კომფორტის ზონა.“ ეს ის არის, რის შესახებაც თითქოს უკვე ყველაფერი იცი, სრულად გაქვს ამასთან ადაპტაცია გავლილი და ზონიდან გასვლის ნებისმიერი მცდელობა, შენში შიშს, შფოთვას, ღელვას იწვევს. –„მე ვიცი, რა ხდება ჩემს კომფორტის ზონაში, სადაც ჩემთვის ყველაფერი ნაცნობია, მაგრამ არ ვიცი რა არის მის მიღმა. ამიტომ მე დავრჩები აქ და ამით მოსალოდნელ „საფრთხეს“ ავირიდებ თავიდან…“ ეს კი ნიშნავს სტაგნაციას, განვითარების შეუძლებლობას. ვინაიდან, ნაცნობ ზონაში არ არის დინამიკა. ადამიანი განვითარებისკენ მიდრეკილი არსებაა, შესაბამისად, მას არ შეუძლია დიდხანს იყოს ამ ზონაში მოთავსებული, მეტის მოთხოვნილება აქვს და როდესაც ამას კომფორტის ზონის დატოვების შიშით ვერ ახორციელებს, უტევს დეპრესია, სტრესი, შფოთვა და სხვა სახის გამოვლინებები, რაც კავშირშია არარეალიზებულ ენერგიებთან. ახლის ძიება, ცვლილებების მიღება საშუალებას გვაძლევს ჩვენი ენერგიები სწორად დავხარჯოთ და ახალი, სუფთა გამოცდილებები მივიღოთ და არა ვიცხოვროთ დაუხარჯავ ტოქსიკურ ენერგიებთან ერთად, რაც დიდხანს გაგრძელების შემთხვევაში, ეტაპობრივად იწვევს ჩვენს განადგურებას. თავდაპირველად კომფორტის ზონიდან თითოეული გასვლა დისკომფორტია, მაგრამ შემდგომში, ამ მექანიზმის ათვისებასთან ერთად, ადამიანი სწავლობს როგორ გარდაქმნას ეს დისკომფორტი კომფორტად და გააგრძელოს გზა განვითარებისკენ.

 

როგორ უნდა გამოვიყენოთ სტრესი და შიშები რომელიც გვაფერხებს რაიმე ახალის აღმოჩენისას  ჩვენს სასიკეთოთ ?

შეფერხება ზოგჯერ განვითარების მაჩვენებელია. რომ არა სტრესი ადამიანი შეუჩერებლად დახარჯავდა თავის ენერგიებს და ეს მის გამოფიტვას გამოიწვევდა. სტრესი გვაფერხებს და სიგნალს გვაძლევს, რომ რაღაცას არასწორად ვაკეთებთ, რომ მოსალოდნელია სასიცოცხლო ძალებისგან დაცლა და ორგანიზმი არაკონცენტრირებულად ხარჯავს საკუთარ რესურსებს. სწორედ ეს გვაძლევს საშუალებას გავჩერდეთ, დავფიქრდეთ და გადავამოწმოთ, ნამდვილად სწორად მივდივართ თუ არა ჩვენს ცხოვრებისეულ გზაზე; იმაში ვხარჯავთ თუ არა დროსა და ენერგიას, რაც საჭიროა ჩვენთვის. როდესაც ადამიანი ისწავლის მოუსმინოს საკუთარ ორგანიზმს, ემოციებს, სხეულს, სტრესი აღარ იქნება მისთვის შემაფერხებელი ბარიერი, არამედ ის იქნება ერთგვარი დამხმარე სიგნალი იმისა, რომ დროულად გაჩერდე, შეისვენო და შენს ცხოვრებისეულ ტემპს გადახედო.

P.S  გაცნობიერება პირველი ნაბიჯია, გასაღების პოვნისას….

სტატია მოამზადა : ემა კოპალეიშვილმა 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0