2014 წლის მაიდანის რევოლუციის შემდეგ, უკრაინამ გადაწყვიტა, რომ მისი საგარეო პოლიტიკური კურსი უნდა იყოს დასავლეთზე ორიენტირებული და რომ უმთავრეს მიზანს წარმოადგენს ევროკავშირში გაერთიანება. მას შემდეგ, უკრაინამ გარკვეული სახის პროგრესი განიცადა კიდეც, განსაკუთრებით, საბჭოთა კავშირის მემკვიდრეობისაგან გათავისუფლების კუთხით.
მაისის დასაწყისში, უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ უკრაინაში რუსული ინტერნეტკომპანიები დაიბლოკებოდა. ამ კომპანიებს შორისაა ძალიან პოპულარული და ყველასათვის კარგად ნაცნობი VKontakte (VK) , Odnoklassniki, Mail.ru და Yandex-ი.
ხელისუფლების მთავარი არგუმენტი გახლდათ შემდეგი: რუსეთთან დაპირისპირება თითქმის სამი წელია გრძელდება, ზემოთ აღნიშნული ქმედებები კი უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სოციალური ქსელები ძალიან კარგი საშუალებაა რუსეთის ხელისუფლებისათვის, რომ გამოიყენოს „რბილი ძალა“ და გაავრცელოს პროპაგანდული იდეები. ასევე, ზემოთ აღნიშნული კომპანიები, რუსულ სადაზვერვო სამსახურებს შესაძლებლობას აძლევს შეაგროვონ და მოპოვონ მომხმარებლების პერსონალური ინფორმაცია და რომ „რუსეთთან ჰიბრიდული ომის გამოწვევები მოითხოვს ადეკვატურ რეაგირებას“.
უკრაინის სანქციებმა რუსეთის წინააღმდეგ უკვე დააზარალა 450 -მდე ბიზნესი და 1200-მდე ადამიანი, მათ შორის, ბევრი რუსული თავდაცვითი და საინფორმაციო სააგენტოა. არ გამორიცხავენ, რომ ამ გადაწყვეტილებამ, შესაძლოა საპირისპირო შედეგი მოგვცეს, რადგან 10 მილიონამდე ადამიანს შეეხება ელექტრონულ ფოსტასა და სოციალურ ქსელებზე დადებული ბანი.
უნდა აღნიშნოს, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების დროს, VK(VKontakte) მნიშვნელოვანი იარაღი იყო ინფორმაციის მიმოცვლისათვის საბრძოლო პროცესის მიმდინარეობასა და ჰუმანიტარული დახმარების საჭიროების შესახებ. ასევე, ციფრულმა მტკიცებულებებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა რუსეთის ბრალეულობის დამტკიცების საქმეში.
ინტერნეტ პროვაიდერების აზრით, ამ კანონის მიღება საკმაოდ რთული იქნება, თუ არა შეუძლებელი. თუმცა, როგორც კრიტიკოსები აფასებენ, პრეზიდენტ პოროშენკოსათვის ანტი რუსული რიტორიკა და მისი გავლენა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე კონკრეტული შედეგი, რადგან პატრიოტული გამოსვლები, თუნდაც არაეფექტიანი, მნიშვნლოვან გავლენას მოახდენს ამომრჩეველზე. ზოგიერთი პოლიტიკური ოპონენტი პოროშენკოს ქმედებებს აფასებეს, როგორც წინასწარგანსაზღვურლ ნაბიჯებს მომავალი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, რომელიც 2019 წელს უნდა ჩატარდეს. მთავარი ოპოზიციონერის, სერგი ლეშჩენკოს განცხადებით, „პოროშენკოს იდეა არის, რომ გადაიტანოს მოსახლეობის ყურადღება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლიდან, ფსევდო პატრიოტიზმზე“
უარყოფითად აფასებს ამ ნაბიჯს ევროპული სახელმწიფოებიც. ევროპის კონსულის ხელმძღვანელის განცხადებით, „ეს ქმედება ეწინააღმდეგება თავისუფლების, სიტყვისა და გამოხატვის უფლების ევროპულ გაგებას“ და რომ ცენზურის მექანიზმი არ უნდა გამოიყენებოდეს ეროვნული უსაფრთხოების სახელით. ,,Human Rights Watch-ის” შეფასებით, ეს გადაწყვეილება არის „ცინიკური და წინასწარგათვლილი პოლიტიკური თავდასხმა, რათა გაკონტროლდეს მოსახლეობის ქმედებები. მისი ხელმძღვანელი საკმაოდ კრიტიკულად განცხადებაში ამატებს: „როდის მიხვდება უკრაინა, რომ რუსეთის ფედერაციის რეპრესიული ქმედებების მიბაძვით, ის ვერ შეძლებს თავისი თავი განასხვავოს რუსეთისაგან?“
წყარო: The Guardian
ავტორი: ცირა შვანგირაძე
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”