close

  უკრაინის ხელისუფლების ინსტიტუტებსა და ინფრასტრუქტურაზე ჰაკერული შეტევა განხორციელდა. ეროვნული ბანკი, ყველაზე დიდი აეროპორტი და სხვა სერვისცენტრები, შეტევის შედეგად, სრულიად პარალიზებულია. გავრცელებული ინფორმაციით, კომპიუტერის ეკრანზე ჩნდებოდა ტექსტი ინსტრუქციით, რომ ინფორმაციისა და დოკუმენტების აღსადგენად საჭირო იყო 300$-ის გადახდა.

პრემიერ-მინისტრის მოადგილის, როჟენკო პავლოს განცხადებით, უკრაინის ხელისუფლების სხვა წევრებიც ვერ ახერხებდნენ თავიანთ კომპუტერებსა და პერსონალურ მონაცემებთან წვდომას.

ანალიტიკოსების შეფასებით, ვირუსი სახელად „Petrwrap-ი“ ან „Petya“ ძალიან წააგავს ე.წ WannaCry-ის ვირუსს, რომელმაც წინა თვეში 230 000 კომპიუტერი დააზიანა 150 ქვეყანაში.

ეროვნული ბანკის განცხადებით, უკრაინაში მოქმედი ბანკების უმეტესობას ჰქონდა პრობლემები კლიენტების მომსახურებასა და საბანკო ოპერაციებთან დაკავშირებით.

ბორისპილის აეროპორტში გაითიშა კომპიუტერები და საინფორმაციო დაფები.

ამასთან, ჩერნობილის რადიაციულ ზონაში, პასუხიმგებელი პირები იძულებულნი გახდნენ რადიაციის მექანიკურ კონტროლზე გადასულიყვნენ.

საფოსტო სერვისი,  სატელევიზიო არხები და სატრანსპორტო სისტემაც ვერ ფუნქციონირებდა ჰაკერული შეტევის შედეგად. მოსახლეობა ვერ ახერხებდა მეტროთი გადაადგილებას და მგზავრობის საფასურის საბანკო ბარათებით გადახდას.მწყობრიდან გამოვიდა ბანკომატების უმეტესობაც.

რუსეთის ხელისუფლების კომპანიის, „როზნეფტის“ წარმომადგენლის განცხადებით, ჰაკერულმა შეტევამ მასაც მიაყენა ზიანი: „ამ შეტევას შეეძლო სერიოზული საფრთხე შეექმნა. თუმცა, მალევე გადავერთეთ სარეზერვო კონტროლის სისტემაზე. შესაბამისად, ნავთობის პროდუქციისა და მომზადების სამუშაოები არ შეწყვეტილა.“

ჰაკერული შეტევისთვის უკრაინა ბრალს რუსეთის ფედერაციას სდებს. თუკი გავითვალისწინებთ, რომ 2015 წლის დეკემბერშიც განხორციელდა მსგავსი თავდასხმა, როდესაც დასავლეთ უკრაინის მოსახლეობის უმეტესობას ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.

საფრანგეთის ეროვნული კიბერუსაფრთხოების სააგენტოს ხელმძღვანელის განცხადებით,მოქმედება საჭიროა გლობალური მასშტაბით: „ნათელია, რომ ჩვენ ვუახლოვდებით ომის მდგომარეობას- ომის, რომელიც იქნება უფრო რთული, ვიდრე აქამდე გამოგვიცდია“.

 

 

წყარო: The Indipendent

მასალა მოამზადა: ცირა შვანგირაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : sld