close
ეკოლოგია

UNESCO: სუფთა წყლისადმი წვდომა შესაძლოა მილიარდმა ადამიანმა დაკარგოს

კლიმატის ცვლილება წყლის რესურსების შემცირებას და წყლის ხარისხის გაუარესებას იწვევს. ამის შესახებ Deutsche Welle UNESCO-ს ყოველწლიურ ანგარიშზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ანგარიში მსოფლიოს წყლის რესურსების განვითარების შესახებ 22 მარტს გამოქვეყნდა და მასში სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ მილიარდ ადამიანის წვდომა უსაფრთხო წყლისადმი საფრთხის ქვეშ აღმოჩნდეს.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ მშრალი ზონების გაფართოება საფრთხეს წარმოადგენს.

„ხშრად ვსაუბრობთ წყლის უკმარისობაზე და მისდამი წვდომის გამო კონფლიქტების შესაძლებლობაზე, მაგრამ ძალიან ცოტას ვსაუბრობთ იმაზე, რომ წყალი კლიმატური კრიზისის დარეგულირების ნაწილია“, – აღნიშნა UNESCO-ს წარმომადგენელმა ულა ბურხარდმა.

მისი თქმით, ორგანიზაციის მონაცემებით, ამ ეტაპზე სუფთა წყლისადმი წვდომა 2,2 მილიარდ ადამიანს არ აქვს. ამასთან, წყლის მოხმარება პლანეტაზე 6-ჯერ მაღალია, ვიდრე 100 წლის წინ.

ანგარიშის ავტორები თქმით, მოსახლეობის და ეკონომიკის ზრდა წყლის მოხმარების იწვევს, კლიმატური ცვლილებები კი ამ კრიტიკულ ვითარებას უფრო ამწვავებენ.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

გაზიარება:
fb-share-icon0