2016 წელს ცნობილმა ფრანგმა ფოტოგრაფმა – აურელიენ ვილეტმა, აფხაზეთში იმოგზაურა და დააფიქსირა ის თვითმყოფადი და, ამავე დროს, განადგურების პირას მყოფი პეიზაჟები, რომელიც ურყევი დაპირისპირებით გამოწვეულმა მოვლენებმა წარმოშვა. ვილეტმა რეგიონში სურათების ორ სერია გადაიღო, თუმცა აქამდე ისინი არასდროს გამოქვეყნებულა, ამჟამად კი, ფოტოგრაფმა მათი ისტორია Lensculture.com-ზე გაუზიარა მკითხველს.
ფოტოსურათების პირველი სერია – ,,ტოპოფილია-აფხაზეთი”, გვიჩვენებს რეგიონის, მისი ნაგებობებისსა და ულამაზესი ორნამენტების, ფაქტობრივად, სურეალისტურ ხასიათს, რომელზეც დროთა დინება თავისებური კვალი დატოვა. სერია ძირითადად 1955 წლამდე აშენებულ ნაგებობებს აერთიანებს, მიტოვებული და დაშლის პირას მყოფი მონუმენტური აქტიტექტურა თითქმის წარმოუდგენელი და არარეალურია, რასაც განცალკევებული მდებარეობა კიდევ უფრო ამძაფრებს და შეიძლება ითქვას, რომ სურათებზე ასახული სივრცეები სადღაც სიზმარსა და რეალობას შორის არსებობს. მეორე სერიის – „ექსენტრიული მოგზაურობა აფხაზეთში“, შესაქმნელლად ფოტოგრაფმა გამოიყენა ისეთი სტრუქტურები, რომლებსაც, როგორც წესი, არანაირი განსაკუთრებული მნიშნელობა არ გააჩნია, სერიის მიზანი იყო ჰეტეროგენული ატმოსფეროს – ქაოსის შექმნა, სხვადასხვა მონათხრობითა და ისტორიით.
,,ეს უჩვეულო სურათები, რომლებზეც ადამიანების ნიშანწყალიც არ ჩანს, მიუხედავად ამისა, თამამად ყვებიან უნიკალური ადგილისა და ადგილობრივი მოსახლეობის ისტორიას, რომელთა იდენტობამაც მე-20 საუკუნიდან მოყოლებული რადიკალური ცვლილებები განიცადა. აფხაზეთი ახლა სავსეა წარსულის, აწმყოსა და მომავლის დაძაბულობის მატარებელი ადგილებით” – ნათქვამია გამოცემაში.
წყარო: Lensculture.com
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”